Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

კონკურსი „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრების შესარჩევად

კონკურსი „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრების შესარჩევად
May 22
10:10 2020

მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკა „ახალგაზრდობის სააგენტოს“ სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულებაა. ვინაიდან, ახალგაზრდები და ახალგაზრდული ორგანიზაციები ბუნებრივია, ახალგაზრდული სფეროს უმთავრესი ნაწილი არიან და მათი მონაწილეობის გარეშე ეკოსისტემის შექმნა შეუძლებელია.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

ახალგაზრდობის ჩართულობის გასაზრდელად, ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო იქმნება, რომლის კონცეფცია მოწვეული ექსპერტების ჩართულობით, „Advisory Council on Youth“ მოდელით შემუშავდა.

„ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ არის სრულიად მოხალისეობრივი. მისი ფუნქციაა, ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინება უშუალოდ და მხოლოდ ახალგაზრდობის სააგენტოს საქმიანობაში.

რა არის საბჭოს დანიშნულება?

  • კონსულტაცია გაუწიოს „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე;
  • პროაქტიულად დასახოს პრიორიტეტები, მოახდინოს ახალი რელევანტური იდეები გენერირება და მათი ინიცირება ახალგაზრდობის სააგენტოსთან;
  • დაამყაროს თანამშრომლობა და კოორდინაცია ახალგაზრდულ სექტორში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის.

საბჭო 23 ახალგაზრდა წევრისგან დაკომპლექტდება, აქედან 22 წევრი საქართველოს რეგიონებისა და თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციების ახალგაზრდა წარმომადგენლებისგან, ღია კონკურსის წესით შეირჩევა. ერთ წევრს კი, საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ქოლგა ორგანიზაცია წარმოადგენს.

წევრების შერჩევაში, სააგენტოსთან ერთად, მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ორგანიზაციებით დაკომპლექტებული კომისია.

თუ ხარ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი ახალგაზრდა (18–29 წელი) და გინდა გახდე ახალგაზრდული საბჭოს წევრი, მიიღო მონაწილეობა პრიორიტეტების დასახვაში, გადაწყვეტილებების მიღებასა და ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნაში, დარეგისტრირდი.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 1-ლი ივნისი

41 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში