ვაკანსია სტუდენტებისთვის ცვალებადი გრაფიკით

დასაქმება

USA2GEORGIA აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, 09:00-17:00 ან 13:00-21:00

ადგილმდებარეობა: თბილისი.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

თუ ხართ კეთილსინდისიერი, თავაზიანი და კომუნიკაბელური ადამიანი; თუ გსურთ, დასაქმდეთ ისეთ სტაბილურ და მზარდ კომპანიაში, როგორიც არის USA2GEORGIA; გეძლევათ შესაძლებლობა, შეუერთდეთ გუნდს.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა (მომსახურების პირობების მიხედვით);
  • მომხმარებლებისთვის კომპანიაში არსებული სერვისების გაცნობა;
  • კომპანიაში არსებული მომსახურების მაღალი სტანდარტის მკაცრად, ზედმიწევნით დაცვა;
  • დღის განმავლობაში შემოსულ მეილებზე პასუხის გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.

ძირითადი უნარ–ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მომსახურების ხარისხზე და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@usa2georgia.com 2020 წლის 17 ივნისამდე.

გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შპს USA2GEORGIA-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, შპს USA2GEORGIA უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს USA2GEORGIA-ს მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;

ანიჭებთ შპს USA2GEORGIA-ს უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს დადაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ისმოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს USA2GEORGIA თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ნფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები