Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

კვლევის საპროექტო წინადადებების კონკურსი სტუდენტებისთვის

კვლევის საპროექტო წინადადებების კონკურსი სტუდენტებისთვის
May 25
10:10 2020

გამოცხადებულია კვლევის საპროექტო წინადადებების კონკურსი სტუდენტებისთვის თემაზე „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მოამზადონ კვლევის საპროექტო წინადადება შემდეგი სპეციფიკური თემებიდან ერთ-ერთზე:

  • OVID-19-ის შესაძლო გავლენა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებსა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე
  • დეზინფორმაცია და ყალბი ამბები COVID-19 პანდემიის დროს

გამარჯვებულები, არაფულადი ჯილდოს სახით, მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას ან კვლევისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას 500 ევროს ექვივალენტი ლარის ოდენობით.

მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ნებისმიერ სტუდენტს, ან სტუდენტთა ჯგუფს.

წინასწარ დარეგისტრირებულ სტუდენტებს პირადად დაეგზავნებათ ქართველი და უცხოელი ექსპერტების ვიდეოლექციები 25 მაისიდან 15 ივნისამდე პერიოდში.

ამისათვის გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია 25 მაისამდე ელ-ფოსტაზე aa@parliament.ge შემდეგი სახის ინფორმაციის გამოგზავნის გზით:

  • სახელი, გვარი
  • უმაღლესი სასწავლებელი, სპეციალობა, კურსი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტის მისამართი)
  • თემის სათაური

კონკურსის შესახებ ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე.

ონლაინკონკურსი ტარდება ევროინტეგრაციის კომიტეტის, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტი (AA Facility) და კონრად ადენაუერის ფონდი.

56 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში