Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

უფასო საფეხმავლო ტური თბილისში

უფასო საფეხმავლო ტური თბილისში
May 28
16:18 2020

ტურიზმში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, Tbilisi Free Walking Tours-მა გადაწყვიტა ქართულ ენაზეც ჩაატაროს უფასო საფეხმავლო ტურები, რომელიც ეგრეთ წოდებულ “თიფსებზე” იქნება და ვისაც რამდენის სურვილიც ექნება, ან რამდენადაც მოეწონება ტური, იმდენ თანხას დატოვებს.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

ისინი აქამდე მხოლოდ უცხოელ სტუმრებთან მუშაობდნენ ამ პრინციპით, თუმცა რამდენიმე თანამოქალაქემ და მსოფლიოშია არსებულმა სიტუაციამ, მათ მსგავსი კონცეფციის ტურების ქართულ ენაზეც ჩატარებისკენ უბიძგა.

Tbilisi Free Walking Tours: “გვინდა, რომ ჩვენებურად დაგანახოთ თბილისი, გაგატაროთ ნაცნობ და უცნობ ქუჩებში, გიამბოთ თბილისის ისტორია, ურბანული ლეგენდები და საინტერესო ფაქტები, როგორც წარსულიდან ასევე აწმყოდან! ეს არ იქნება ისტორიის მორიგი გაკვეთილი, ვეცდებით რომ იყოს უფრო ხალისიანი და თბილი ტური! აგრეთვე მოვინახულებთ 19-ე საუკუნის ლამაზ სადარბაზოებს, ფერადი სახლებს თბილისურ აივნებსა და ეზოებს მოვინახულებთ როგორც ტურისტულ, ისე არა ტურისტულ ადგილებს. მოკლედ თუ გინდათ თბილისი ნახოთ დეტალებში, გადაიღოთ ბევრი კარგი ფოტო, გაიხსენოთ კარგად მივიწყებული ძველი და გაიგოთ ახალიც, მაშინ შემოგვიერთდით!

აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობებია:

  • თითო ჯგუფში იქნება მაქსიმუმ 9 ადამიანი (თუმცა ადგილზე იქნება 2 გიდი);
  • ტურები ამ ეტაპზე ჩატარდება მხოლოდ შაბათ-კვირას;
  • იქონიეთ პირბადე, რადგან რამდენიმე დახურულ სივრცეში მოგვიწევს შესვლა;
  • დაიცავით დისტანცია;
  • თუ კონკრეტულ დღეს ვერ შეძლებთ რეგისტრაციას, ეს ნიშნავს რომ ხალხის ლიმიტი (მაქს. 18 ადამიანი და 2 გიდი) ამოწურულია და შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა დღე. ადგილების რაოდენობას დროის არჩევის მომენტში განახებთ;
  • აუცილებელად ჩაიცვით კომფორტულად;
  • ტური დაახლოებით 3 საათს გაგრძელდება;
  • გასავლელი მანძილი 5 კილომეტრამდე.

რეგისტრაცია უნდა გაიაროთ საიტზე ამ ლინკის მეშვეობით. მოცემულ სარეგისტრაციო ფორმაში აირჩიეთ “ტური ქართულ ენაზე” და მიჰყევით ეტაპებს.

შეხვედრის ადგილი პუშკინის სკვერი, თავისუფლების მოედანზე. შეხვედრის დრო 12:00 საათი.

92 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში