კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კედლის მოხატვაზე

კონკურსები

ხარ ახალგაზრდა მხატვარი და გსურს მოხატო თსუ ბიბლიოთეკის კედელი? #ნიკომაღლივი დაიწყო

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

პანდემიის კვალდაკვალ თქვენ გეძლევათ უნიკალური შანსი შეუერთდეთ ნიკოს არტისტთა რიგებს, მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში და თსუ-ის ბიბლიოთეკის 15 კედლიდან მოხატოთ ერთ-ერთი!

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს 18-დან 29 წლამდე; 

კონკურსში ჩასართავად ელექტრონული ფოსტის მისამართზე paintfreezone@gmail.com უნდა გააგზავნოთ:

  • ესკიზი პროპორციით – 4.6 სიმაღლე და 10 სიგანე ნებისმიერი ფორმატით;
  • ელ-წერილის სათაურში უნდა მიეთითოს #ნიკომაღლივი;
  • ყველა მონაწილემ დამატებით უნდა წარმოადგინოს ხატვის უნარების დამადასტურებელი მასალა ან პორტფოლიო ნებისმიერი ელექტრონული ფორმატით;
  • აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის და ტელეფონის ნომრის წარმოდგენა;

კონკურსს შეაფასებს ფესტივალის მიერ შერჩეული 3 კაციანი ჟიური.

კონკურსში განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1-ლი აგვისტო, 24:00სთ..

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 15 აგვისტოს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები