Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტუდენტური ამბები – საბაუნის სტუდენტის შთაბეჭდილებები

სტუდენტური ამბები – საბაუნის სტუდენტის შთაბეჭდილებები
June 12
13:00 2020

მარი დოღონაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია და გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრის მანძილზე საფრანგეთში, ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტში იმყოფება.

„უკვე ოთხი თვეა, რაც საბაუნიდან ERASMUS + გაცვლითი პროგრამით ჩამოვედი სასწავლებლად. ჩემი აქ ყოფნისა და, შესაბამისად, სწავლის პერიოდი დაემთხვა პანდემიის დროს და მეც, საფრანგეთის მოქალაქეების მსგავსად, ვიცავ სახელმწიფოს მიერ დადგენილ რეგულაციებს.

ვცხოვრობ ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, ჩემ წინ ულამაზესი ხედია, უმშვენიერესი ბუნებით, ჰარმონიული და მშვიდი ატმოსფეროთი. ამიტომ,  ნაკლებად ვგრძნობ ერთფეროვნებასა და მოწყენილობას, პირიქით, უფრო მეტ დროს ვუთმობ საკუთარ თავთან კომუნიკაციას, რაც მეხმარება ჩავუღრმავდე ჩემს ფიქრებს, ჩამოვყალიბდე და ავწონ-დავწონო ყველა მნიშვნელოვანი დეტალი თუ მოვლენა ჩემს ცხოვრებაში.

სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენც დისტანციურ რეჟიმში განვაგრძობთ სწავლას. სისტემა საკმაოდ გამართულია და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ვაგრძელებთ მუშაობას. აღსანიშნავია პროფოსორებისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის მონდომება, რომ სტუდენტების მოთხოვნები მაქსიმალურად გაითვალისწინონ.

ლიონში იანვარში ჩამოვედი, შესაბამისად, მქონდა ცოტა დრო დამეთვალიერებინა ქალაქი და აღმომეჩინა მისი უდიდესი კულტურა. ლიონი ძალიან ლამაზი ქალაქია, ფრანგები მეორე პარიზსაც უწოდებენ და აღნიშნავენ რომ პარიზზე ბევრად უკეთესი და ავთენტური სანახაობები სწორედ აქაა. გული მწყდება, რომ ვერ შევძელი მეტი დროის გატარება უნივერსიტეტში, ასევე, ვერ მოვახერხე საფრანგეთის სხვა ქალაქების გაცნობა, რომლებიც ჩემი გეგმის თანახმად, სემესტრის ბოლოსკენ უნდა მომენახულებინა.

Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობამ დიდი გამოცდილება მომცა. მინდა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვყო: ორიგინალიდან თარგმნილი ტექსტების დამუშავება და მათი სიღრმისეულად შესწავლა ჩემთვის ამ პროგრამის ყველაზე დიდი მონაპოვარია, რასაც ემატება ფრანგული ენის შესწავლა და ის შესაძლებლობა, რომელიც მომცა აქ სწავლამ.  ვფიქრობ, მაგისტრატურაზე სწავლაც ამ უნივერსიტეტში განვაგრძო.

საქართველოში დაბრუნებისთანავე მოვინახულებ ყველა ადამიანს, რომელიც მენატრება და დასვენების დღეებს მათთან ურთერთობისთვის გამოვიყენებ.

უცხოეთში მყოფ სტუდენტებს ვურჩევდი: პანდემიის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი დროის რესურსების სწორად გამოყენება და განაწილებაა, რათა სტრესული მდგომარეობა თავიდან ავიცილოთ. იმისთვის, რომ ჩვენი შრომა ნაყოფიერი იყოს, მნიშვნელოვანია, დრო გამოვყოთ როგორც სწავლისთვის, ასევე დასვენებისა და განტვირთვისთვის. ყველას გისურვებთ ნაყოფიერ და წარმატებებით სავსე წელს.“

(R)

256 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში