ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის ნახევარ განაკვეთზე

დასაქმება

სუპერმარკეტების ქსელი “ევროპროდუქტი” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: ნახევარი განაკვეთი

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

კომპანია გთავაზობთ:

  • დააკვირდეთ და თავად გახდეთ საინტერესო და დინამიკური პროცესებს მონაწილეები;
  • მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში საქართველოს ბაზარზე;
  • იმუშავოთ გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად;
  • გქონდეთ აზრის გამოხატვის თავისუფლება და თქვენი ინიციატივების თამამად გამოთქმის საშუალება;
  • სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაბილურ, საინტერესო
  • და განვითარების უპირობო პერსპექტივის მქონე სამუშაო ადგილს მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია კანდიდატი იყოს ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის და სხვა მომიჯნავე ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს სტანდარტულ საოფისე პროგრამებს (Word, Excel);
  • სტაჟირება ან გამოცდილება მსგავსი მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.

სხვა მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:

  • აუცილებელია კანდიდატი იყოს ორიენტირებული კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე;
  • იყოს ყურადღებიანი, კონცენტრაციისა და კონკრეტულ დავალებაზე მობილიზების კარგი უნარით;
  • ჰქონდეს პასუხისმგებლობის გამორჩეულად მაღაზი გრძნობა;
  • ჰქონდეს ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი.

კანდიდატების შერჩევის ეტაპები:

  • ტესტირება
  • გასაუბრება

თუ თვლით, რომ აღნიშნული ვაკანსია თქვენზეა მორგებული, გადმოგზავნეთ CV/რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: hr@europroduct.ge მიმდინარე წლის 18 ივნისამდე და Subject-ის ველში მიუთითეთ შემდეგი „ანაზღაურებადი სტაჟირება მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე“.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები