ევროპის სტუდენტური გაერთიანება სტუდენტ ექსპერტთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს

კონკურსები

ევროპის სტუდენტური გაერთიანება (ESU) აცხადებს კონკურსს სტუდენტ ექსპერტთა შესარჩევად 2020/2021 წლისათვის.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

12 ივნისი, 2020 ევროპის სტუდენტური გაერთიანება (ESU) არის ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 46 ნაციონალურ სტუდენტურ კავშირს ევროპის 40 ქვეყნიდან. იგი დაარსდა 1982 წელს. მისი მიზანია წარმოადგინოს და დაიცვას სტუდენტთა საგანმანათლებლო, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ინტერესები ევროპის ისეთ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში, როგორებიცაა ევროკავშირი, უნესკო (UNESCO), ევროსაბჭო, ბოლონიის პროცესის განმახორციელებელი ჯგუფი.

ევროპის სტუდენტური გაერთიანების სტუდენტ ექსპერტთა კორპუსის წევრები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ინსტიტუციურ, თუ პროგრამულ შეფასებებში.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 3 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები