Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტუდენტები მთავრობას დახმარებას სთხოვენ

სტუდენტები მთავრობას დახმარებას სთხოვენ
June 17
13:30 2020

კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ათასობით სტუდენტი სწავლის საფასურს ვერ იხდის და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა პირველი კურსი შესაძლოა, 75-ლარიანი დავალიანების გამო ვერ დახუროს. მარიამ ხუბულური პანდემიამდე მაღაზიაში მუშაობდა და სწავლის საფასურს ამ გზით იხდიდა. სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა უნივერსიტეტს სწავლის საფასურის გადავადების თხოვნით აპრილში მიმართა, თანხა 1 თვით გადაუვადდა, ამის შემდეგ კი ოჯახს ფულის სესხება მოუხდა. სტუდენტი ამბობს, რომ თანხის მეორედ გადავადებაზე უნივერსიტეტმა უარი უთხრა.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

ილიას უნივერსიტეტში კი ამბობენ, რომ თანხის გადავადება 1600-მა სტუდენტმა მოითხოვა და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილეს. ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, დავალიანების გამო სტუდენტებს კურსის დახურვაში ხელი არ ეშლებათ.

ორგანიზაცია “სტუდენტური ომბუდსმენის” წევრებმა განათლების სამინისტროსთან აქციაც გამართეს და ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული თანხებით, მეორე სემესტრის სწავლის საფასურის დაფარვა ითხოვეს. აქციის მონაწილეებს სამინისტროდან არავინ უპასუხა. თუმცა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ სამინისტრო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს და სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადავადებაზე თანხმდება.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ფორსმაჟორული ვითარების გამო, მთავრობამ პასუხისმგებლობა არ უნდა მოიხსნას და მეორე სემესტრის სწავლის საფასური უკლებლივ ყველა სტუდენტს უნდა გადაუხადოს, რაც განათლების ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული 127 მილიონ 700 ათასი ლარის დაახლოებით მესამედი დაჯდება.

სწავლის გადასახადის გადავადება და უნივერსიტეტებზე პასუხიმგებლობის დაკისრება გაუმართლებელია განათლების სფეროს ექსპერტებისთვის. ამბობენ, რომ ასე უმაღლეს სასწავლებლებს თავის შენახვის რესურსი აღარ ექნებათ.

სწავლის საფასურის გადავადებაზე სტუდენტების მიმართვიანობა რომ გაზრდილია, ამას კერძო უნივერსიტეტებიც ადასტურებენ, თუმცა რა ტვირთად აწვება შეღავათები საგანმანათლებლო დაწესებულებას, ამას არ აკონკრეტებენ.

საკითხზე პარლამენტშიც იმსჯელეს. განათლების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრისგან განმარტებები მოითხოვეს, თუმცა უწყების პოზიცია განათლების სამინისტროს მსგავსი აღმოჩნდა.

წყარო: formulanews.ge

21 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში