Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რეგიონებში მცხოვრები სტუდენტებისთვის IDFI უფასო ორდღიან ტრენინგზე მიღებას აცხადებს

რეგიონებში მცხოვრები სტუდენტებისთვის IDFI უფასო ორდღიან ტრენინგზე მიღებას აცხადებს
June 24
14:40 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს მიღებას 2-დღიან ტრენინგზე – ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები!

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი?

პროგრამა განკუთვნილია რეგიონებში მცხოვრები სტუდენტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის.

ტრენინგის მიზანი:

მონაწილეები გაიღრმავებენ ხელისუფლების საქმიანობის კონტროლისა და საჯარო სექტორში შესაძლო გადაცდომების აღმოჩენის/რეაგირების უნარ-ჩვევებს.

ძირითადი განსახილველი თემები:

– როგორ აღმოვაჩინოთ საეჭვო გარემოებები საჯარო შესყიდვებში?

– როგორ დავაკვირდეთ ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის განკარგვას და მის ფინანსურ საქმიანობას?

– როგორ მოვიპოვოთ ოფიციალური მონაცემები სხვადასხვა სახელმწიფო პლატფორმიდან?

– როგორ მოვითხოვოთ მთავრობაზე ზედამხედველობისთვის საჭირო საჯარო ინფორმაცია?

ტრენინგი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ შემთხვევებზე და მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვებში.

ტრენინგის ადგილი და ხანგრძლივობა:

2020 წლის 17-19 ივლისი.

სავარაუდო ადგილი: სასტუმრო „საირმე“ (კურორტი საირმე, ბაღდათის რეგიონი, საქართველო).

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა არაუგვიანეს 2020 წლის 4 ივლისისა და გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge.

მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებია:

– მოტივაცია და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების დასაბუთება.

დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეები მიღებენ სერტიფიკატებს!

IDFI სრულად დაფარავს შერჩეული კანდიდატების/მონაწილეების ტრანსპორტირების და სასტუმროში ყოფნის ხარჯებს.

ტრენინგი ჩატარდება მთავრობის მიერ მიღებული ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების გათვალისწინებითა და დაცვით.

გაითვალისწინეთ, ივლისში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა მოხდეს ტრენინგის დროის, ადგილის ან ფორმატის ცვლილება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ მითითებულ ნომერზე: 551 206 008

ტრენინგი ტარდება გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია – Luminate-ის მხარდაჭერით.

110 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში