განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი ესეების კონკურსს აცხადებს

კონკურსები

განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს მოხალისეობასთან დაკავშირებულ ესეების კონკურსს.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

თემა: “მოხალისეობის ისტორია საქართველოში”

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.

კონკურსის პირობები:  მოხალისეობის თემაზე შექმნილი საკონკურსო ესე უნდა მსჯელობდეს საქართველოში მოხალისეობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. მსჯელობა გამყარებული უნდა იყოს მოხალისეობის ფაქტებით როგორც ქართული ეთნოგრაფიიდან, ასევე საქართველოს სამოქალაქო ცხოვრებიდან.

ესეების კონკურსში “მოხალისეობის ისტორია საქართველში” – საკონკურსო ესე წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, მოცულობით 5-7 გვერდი; შრიფტი – Sylfaen, ფონტის ზომა – 12, ხაზებსა და აბზაცებს შორის დაშორება – 1, 5.

განაცხადს აუცილებლად თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია:

  • ნამუშევრის ავტორი;
  • ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია.

საკონკურსო ესეების ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში  უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@edec.ge

ელექტრონული ფოსტის სათაური უნდა იყოს “საკონკურსო მასალა მოხალისეობაზე”.

ხოლო ბეჭდური ვერსიების მიწოდების შემთხვევაში, საკონკურსო ნამუშევრები უნდა მოთავსდეს დალუქულ კონვერტში წარწერით “საკონკურსო მასალა მოხალისეობაზე” და გამოიგზავნოს ან წარდგენილი იქნას შემდეგ მისამართზე:

ქუთაისი, პავლე ინგოროყვას ქ. #64;
“განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი”
ტელ: (0431) 25 13 30
საკონტაქტო პირი: მაკა ჩინიჯიშვილი

შენიშვნა: საკონკურსო ესსეს წარმოდგენა შეუძლია როგორც მასალის ავტორს, ასევე ნებისმიერ სხვა პირს, ავტორის წერილობითი თანხმობით.

კონკურსის ვადები:

  • 31 აგვისტო, 2020 – საკონკურსო მასალები მიღების ბოლო დღე;
  • 5 სექტემბერი, 2020 – საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკაციების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;
  • სექტემბერი, 2020 – დაჯილდოვება.

აპლიკაციების შეფასება:

წარმოდგენილ მასალებს განიხილავს და შეაფასებს “განათლების განვითარების და განათლების ცენტრის” მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია.

შეფასების კრიტერიუმები:

  • თემასთან შესაბამისობა – 30%
  • სიღრმისეული ანალიზი და მსჯელობა – 30%
  • საინტერესო, კრეატიული და მიმზიდველი მკითხველისთვის – 30%
  • გრამატიკულად და ტექნიკურად გამართული – 10%

შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება ისეთ ისტორიებს, რომელიც ორგანიზებული იქნა დროის ბანკის გამოყენებით.

ინფორმაცია დროის ბანკის შესახებ:

ეს არის ორმხრივი მოხალისეობის ფორმა, რომელიც დაფუძნებულია გაცემა-მიღების პრინციპზე. აღნიშნული მოდელი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან წარმატებით მუშაობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში დროის ბანკის დანერგისათვის ქართულად ადაპტირდა ვებ -გვერდი www.timerepublik.com, სადაც დღეისთვის 5000-მდე ქართველი მომხმარებელია დარეგისტრირებული. რომელიც მზადაა საკუთარი უნარები, ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს მას, ვისაც ეს სჭირდება. ვებ გვერდი აერთიანებს მოტივირებულ და მოხალისეობით დაინტერესებულ ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად ის ხელს უწყობს სოციალური კავშირების გაღრმავებას არამხოლოდ მცირე თემებს შორის, არამედ რეგიონალურ ურთიერთობებსაც სხვადასხვა პროფესიის, ინტერესების მქონე ადამიანებს შორის.

პრიზი: საუკეთესო ესეს ავტორი მიიღებს 300 ევროს (ექვივალენტი ლარში) (ერთი გამარჯვებული)

დამატებითი ინფორმაცია კონკურსანტებისთვის:

“განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი” იტოვებს უფლებას გამოიყენოს საკონკურსო ნამუშევრები საპრეზენტაციო მასალებსა და გამოცემებში ავტორის სახელისა და გვარის მითითებით.

დამატებითი შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:

ელ-ფოსტით, მისამართზე: maka_chinijishvili@edec.ge
მობილურით: 595 35 16 77
საკონტაქტო პირი: მაკა ჩინიჯიშვილი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები