Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ვაკანსია სტუდენტებისთვის

ვაკანსია სტუდენტებისთვის
June 28
10:10 2020

აკად. ფ.თოდუას სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება მარკეტინგის, საზოგადოებრივი ურთიერთობების, ჟურნალისტიკისან ფილოლოგიის სპეციალობით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტის კანდიდატურაც);
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
უპირატესობა მიენიჭებათ სოციალური მედიის მართვის გამოცდილების მქონდე კანდიდატებს;

ზოგადი უნარ-ჩვევები:

გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
ლოგიკურად აზროვნების უნარი;
ხანგრძლივად კონცენტრაციის უნარი;
ენთუზიაზმი საქმის მიმართ.

ძირითადი მოვალეობები:

კომპანიის ვებ გვერდის მართვა და მუდმივი ზრუნვა მის ეფექტურობასა და ინფორმაციულობაზე;
მომხმარებელთან კომუნიცირება სოციალური მედიის არხების მეშვეობით; ინფორმაციის მუდმივი განახლება, მომხმარებლების გამოხმაურებებზე სწრაფი და ადექვატური რეაგირება, ინფორმაციების სწორად რეკლამირება;

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით);
მისამართი: თევდორე მღდვლის ქუჩა N 13.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge, მიმდინარე წლის 22 ივლისამდე.

167 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში