კონკურსი ფასადის დიზაინის შექმნაზე

კონკურსები

შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს კონკურსს „ავერსის“ აფთიაქების ექსტერიერის დიზაინის პროექტზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის – დიპლომირებულ არქიტექტორ-დიზაინერს და არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტს.

საკონკურსო მოთხოვნები და დავალება:

კონკურსში მონაწილე პირმა თავისი ხედვით უნდა წარმოადგინოს „ავერსის“ აფთიაქის ფასადის დიზაინი. ფასადში იგულისხმება:

  • შენობის გარეთა კედელი;
  • „ავერსის“ ჯვარი;
  • „ავერსის“ სარეკლამო აბრა;
  • „ავერსის“ აფთიაქის ფასადის მანიშნებლები.

 კონკურსის პირობა:

  • საკონკურსო კომისიის მუშაობის პროცესში კონკურსანტებს მიეცემათ პრეზენტაციის ჩატარების საშუალება.
  • საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებების შეფასების შედეგად გამოავლინოს გამარჯვებული.
  • გამარჯვებულის საკონკურსო მასალა რჩება შპს „ავერსი-ფარმას“. მასვე ენიჭება საკონკურსო მასალების დეტალების ექსტერიერში გამოყენების უფლება.

გამარჯვებულ კონკურსანტთან შესაძლებელია გაგრძელდეს თანამშრომლობა აფთიაქების დიზაინის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, როგორც მრჩევლის ან ზედამხედველის სტატუსით, ისე „ავერსი-ფარმაში“ სრულ განაკვეთზე დასაქმებით.

იმ კონკურსანტების ნამუშევრებიდან, რომლებიც ვერ გაიმარჯვებენ, არცერთი დეტალი არ იქნება გამოყენებული შპს „ავერსი-ფარმას“ სააფთიაქო ქსელის ექსტერიერში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო წინადადება უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტით, ელექტრონულ მისამართზე: pr@aversi.ge, hr@aversi.ge, – ან მოიტანონ მისამართზე: დავით აღმაშენებლის 148/2, მეოთხე სართული.

განაცხადები მიიღება 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით, 15:00 საათამდე.

გამარჯვებულს გადაეცემა 5000 ლარი!

საკონკურსო მასალასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს:

  • კონკურსანტის პირადი მონაცემები (პირადობის მოწმობის/პასპორტის ქსეროასლი ან დასკანერებული ვერსია, საკონტაქტო ნომერი, ელექტრონული მისამართი).
  • საკონკურსო მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს 3D მოდელირებით, ელექტრონული სახით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ:
ტელ: +555585008,
საკონტაქტო პირი: ლევან კაკაბაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები