კონკურსი არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

კონკურსები

თბილისის არქიტექტურის ბიენალე აცხადებს ღია კონკურსს 2020 წლის ბიენალეს პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

”რა გვაქვს საერთო” – 2020 წლის 17 ოქტომბერი – 8 ნოემბერი

კონკურსი აერთიანებს ოთხ სხვადასხვა კატეგორიას:

  • ფიზიკურ სივრცეში განხორციელებული პროექტი (ნამუშევარი/კვლევა ნებისმიერ ფიზიკურ ფორმატში)
  • ციფრულ სივრცეში განხორციელებული პროექტი (ნამუშევარი/კვლევა ნებისმიერ ციფრულ ფორმატში)
  • საგანმანათლებლო აქტივობა / ვორქშოფი (ციფრულ ან ფიზიკურ ფორმატში)
  • ნაშრომები პუბლიკაციისთვის.

კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადები წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ან ქართულ ენაზე ქართველი მონაწილისთვის და ინგლისურ ენაზე უცხოელი მონაწილეების მიერ.

შერჩეული პროექტები შესაძლოა განხორციელდეს გეოგრაფიული შეზღუდვის გარეშე ციფრულ ან ფიზიკურ ფორმატში. ყველა წარმოდგენილი პროექტი მკაფიოდ უნდა ეხმაურებოდეს ბიენალეს თემას „რა გვაქვს საერთო”.

ერთ განმცხადებელს შეუძლია განაცხადი რამდენიმე კატეგორიაში წარმოადგინოს. თუმცა, შეზღუდული ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე, რამდენიმე კატეგორიაში წარმატების მიღწევის შემთხვევაში, კომისია გამარჯვებულთან კონსულტაციის შედეგად შეარჩევს მხოლოდ ერთ კატეგორიას, რომელიც ის გრანტს მიიღებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2020 წლის 31 ივლისი, 23:59; ცენტრალური ევროპის დრო. კონკურსის შედეგები კი გამოცხადდება 2020 წლის 17 აგვისტოს.

გთხოვთ, განაცხადები და კონკურსთან დაკავშირებული კითხვები გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: submit@biennial.ge.

მეილის სათაურში მიუთითეთ კონკურსის იმ კატეგორიის დასახელება, რომელშიც გსურთ მონაწილეობის მიღება. განაცხადის გამოგზავნის შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, მოგივათ საბუთების მიღების დამადასტურებელი წერილი. იმ შემთხვევაში, თუ პასუხი არ მოგივათ, განაცხადის პაკეტი ხელახლა გამოაგზავნეთ.

წლევანდელი ბიენალეს თემის, ჩატარების ადგილისა და დროის, კონკურსის პირობების, ასევე ნამუშევრის განხორციელების შესაძლო ფორმატისა და კატეგორიების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები