Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ტალინის უნივერსიტეტმა სტიპენდიის მისაღებად კონკურსი გამოაცხადა

ტალინის უნივერსიტეტმა სტიპენდიის მისაღებად კონკურსი გამოაცხადა
July 13
13:15 2020

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ტალინის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადდა კონკურსი სტიპენდიის მისაღებად სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვასა და ბელარუსიდან.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

დაფინანსება ფარავს როგორც 2-წლიანი სასწავლო კურსის საფასურს, ისე ყოველთვიურ სტიპენდიას სტუდენტებისთვის. დაფინანსება შეეხება ტალინის უნივერსიტეტის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს:

  • ღია საზოგადოების ტექნოლოგიები – 4 სტიპენდია სტუდენტებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან.
  • დოკუმენტური ფილმი – 1 სტიპენდია სტუდენტისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან ან ბელარუსიდან.
  • უკრაინული მედია და ინოვაცია – 2 სტიპენდია სტუდენტებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და ბელარუსიდან.
  • საგანმანათლებლო ინოვაცია და ლიდერობა – 5 სტიპენდია სტუდენტებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და ბელარუსიდან.
  • ადამიანის უფლებები ციფრულ საზოგადოებაში – 6 სტიპენდია სტუდენტებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და ბელარუსიდან.

დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 12 აგვისტო.

ამასთან, დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტალინის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

132 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
July 2020
M T W T F S S
« Jun   Aug »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031