“გახდი შენი ქალაქის მხატვარი” – კონკურსი ახალგაზრდა არტისტებისთვის

საინტერესო ფაქტები

კომპანია “Doritos” და ორგანიზაცია “ნიკო მაღლივი” აწყობს კონკურსს ახალგაზრდა არტისტებისთვის – “გახდი შენი ქალაქის მხატვარი”. მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს 18-დან 29 წლამდე;

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

საკონკურსო თემატიკა-დორიტოსი:

  • თემა, რაც აღგაფრთოვანებს და თვალებში ნაპერწკლებს გინთებს;
  • ნაპერწკალი- დორიტოსის ენაზე ეს არის ის, რაც აგანთებს, გავსებს ენერგიით და გიბიძგებს აღფრთოვანებისკენ, ის ითხოვს შენს ყურადღებას და გიბიძგებს მასზე საუბრისკენ;
  • სოციალური თემატიკა, რაც ნამდვილად ღირს სალაპარაკოდ.

ესკიზში გამოყენებული უნდა იყოს დორიტოსის ლოგოს ცეცხლოვანი სამკუთხედი.

კონკურსში ჩასართავად საჭიროა გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე doritosgeorgia@gmail.com:

  • ესკიზი პროპორციით – 4.6 სიმაღლე და 10 სიგანე ნებისმიერი ფორმატით;
  • წერილის სათაურში უნდა მიეთითოს „ კონკურსი“;
  • ყველა მონაწილემ დამატებით უნდა წარმოადგინოს ხატვის უნარების დამადასტურებელი მასალა ან პორტფოლიო ნებისმიერი ელექტრონული ფორმატით;
  • აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის და ტელეფონის ნომრის წარმოდგენაც;

საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნით მონაწილე ავტომატურად ეთანხმება კონკურსის ყველა წესს.

კონკურსში განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1-ლი აგვისტო, 24:00სთ.-მდე. კონკურსში გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 7 აგვისტოს.

გამოვლინდება 3 გამარჯვებული. 1-ელ ადგილზე გასულ გამარჯვებულს გამოავლენს სამკაციანი პროფესიონალი ჟიური, რომელიც მოხატავს დიდ კედელს და საჩუქრად გადაეცემა 100 ცალი კედლის საღებავი, მეორე ადგილზე გასული გამარჯვებული გამოვლინდება დორიტოსის გვერდზე, ელ-ფოსტაზე შემოსული ნამუშევრებიდან, აირჩევა საუკეთესოები, რომელიც გამოქვეყნდება Facebook გვერდზე , ყველაზე მეტი მოწონების მქონე ესკიზის ავტორი დასაჩუქრდება 60 ცალი კედლის საღებავით, მესამე ადგილს დაიკავებს დორიტოსის სიმპატია ესკიზის ავტორი და მიიღებს 36 ცალ კედლის საღებავს.

პრიზების გადაცემის ფორმისა და ადგილის შესახებ გამარჯვებულს ინფორმაცია მიეწოდება პირადი შეტყობინების სახით იმავე ელ-ფოსტაზე, საიდანაც ესკიზი იქნა გამოგზავნილი.

ნამუშევრის გამოგზავნით მონაწილე ავტომატურად თანხმდება ხატვებში მონაწილეობაზე, რომლებიც გაიმართება თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე 2020 წლის 10-25 სექტემბერს.

  • ხატვების განხორციელების ვადის ცვლილების შემთხვევაში ფესტივალი წინასწარ 10 აგვისტომდე შეატყობინებს ყველა გამარჯვებულ მონაწილეს;
  • ყველა მონაწილე იღებს ვალდებულებას გამარჯვების შემთხვევაში სრულად და ესკიზის მიხედვით დახატოს ნახატი;
  • მონაწილეები თანახმანი არიან ფოტო და ვიდეო გადაღებაზე და ამ მასალის საჯაროდ გამოქვეყნებაზე ნებისმიერი სახით. ყველა ფესტივალის მასშტაბით შექმნილი მასალა წარმოადგენს ფესტივალის საკუთრებას და მხოლოდ ფესტივალს აქვს უფლება გამოიყენოს მასალა თავისი შეხედულებისამებრ;
  • ფესტივალი უზრუნველყოფს ყველა მონაწილეს სპრეი და ფასადის საღებავით, ძირითადი ხელსაწყოებით და ხარაჩოებით. თუ მონაწილის სურვილი აქვს დამატებით გამოიყენოს სპეციფიკური ხელსაწყო ან დამხმარე მოწყობილობა, მან ეს მოწყობილობა თუ ხელსაწყო თავად უნდა მოიპოვოს;
  • ყველა მონაწილე ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ის ნორმები, რომლებიც განემარტებათ სამუშაოების დაწყებამდე.

აკრძალულია შემდეგი თემები:

  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • უხამსობა
  • პლაგიატი
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები