25 ივლისს ნებისმიერი მსურველისთვის ღამის ძველმანების ბაზარი გაიმართება

ივენთი

მათ ვისაც მარკეტები მოენატრა, Tbilisi Night Market ალექსანდროვის ბაღში შაბათს, 25 ივლისს, 18:00 საათიდან 02:00 საათამდე გაიმართება.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

Tbilisi Night Market (ღამის ძველმანების ბაზარი) არის სივრცე საინტერესო ხალხთან და ნივთებთან შესახვედრად; ადგილი, სადაც სიამოვნებას მიიღებთ ისეთი ნივთების გაყიდვით, რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ ან პირიქით, შეიძენთ იმას, რაც ხელმისაწვდომი აღარაა მაღაზიებში.

“ზაფხულის საღამოს, მეგობრებთან ერთად, მოდით ალექსანდროვის ბაღში, ერთად გავაცილოთ მზე თბილისის თავზე და შევხვდეთ ვარსკვლავებიან ღამეს, მოვუსმინოთ მუსიკას და გავგრილდეთ გემრიელი სასმელით”, – აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

Tbilisi Night Market-ზე მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გათავისუფლდით საგნებისგან, რომლებიც აღარ გჭირდებათ და შეიძინეთ ახალი ნივთები.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები