Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სამაგისტრო გამოცდაზე გასათვალისწინებელი დეტალები და ტესტური დავალებების ნიმუშები

სამაგისტრო გამოცდაზე გასათვალისწინებელი დეტალები და ტესტური დავალებების ნიმუშები
July 25
09:10 2020

წელს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მაგისტრობის მსურველებს სიახლე შეეხოთ – მათ A, B და C ტიპის ტესტის არჩევა აღარ მოუწიათ, რაც სრულად მოხსნის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

მაგისტრობის მსურველები ერთ ტესტს ჩააბარებენ, რომელიც კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. ამათგან წაკითხულის გააზრებისა და ლოგიკური მსჯელობის ნაწილები დარჩება ისეთივე, როგორიც 2017-2019 წლების ტესტებში იყო.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ ანალიტიკური წერის ნაწილში კვლავ ორი დავალება დარჩება, თუმცა ტესტში აღარ იქნება სამართლის მიმართულებაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის განკუთვნილი სპეციფიკური დავალება.

იხილეთ 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის შეცვლილი ტესტური დავალებების ნიმუშები

რაც შეეხება გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე სამში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა. თუმცა, უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია თვითონ დააწესოს ის 3 ნაწილი, რომელშიც მოითხოვს კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას ან მოითხოვოს ტესტის ოთხივე ნაწილის წარმატებით დაძლევა და სხვ. დეტალები უნდა გაარკვიოთ უმაღლეს სასწავლებელში.

იხილეთ ცხრილში 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების მაქსიმალური, მინიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა:

შეგახსენებთ, რომ მაგისტრობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 27 ივნისიდან ნებისმიერი ხელმისაწვდომი კომპიუტერიდან შეუძლიათ. საგამოცდო ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად იქნება  მაგისტრობის კანდიდატთა საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

აბსოლუტური საგრანტო ქულის გამოთვლის წესი, სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის მოცულობა და მისი განაწილების წესი იხილეთ გზამკვლევში.

რაც შეეხება საგამოცდო ცენტრში მოქცევის წესებსა და სხვა ტექნიკურ საკითხებს, ამისთვის იხილეთ გამოცდის ჩატარების წესები.

1,346 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
July 2020
M T W T F S S
« Jun   Aug »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031