არდადეგებზე საყურებელი 10 საუკეთესო მელოდრამა

მხიარული ინფო

მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ადამიანი ამას არ აღიარებს, არსებობს მელოდრამები, რომლებიც გულგრილს მათი ჩათვლით ვერავის დატოვებს. ზაფხულისთვის “ნეტფლიქსი” არაერთ ასეთ ფილმს გვთავაზობს. გთავაზობთ ზაფხულის არდადეგებზე საყურებელ 10 საუკეთესო მელოდრამას.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

,,მომხიბვლელობის კანონი” / Laws of Attraction (2004) – ოდრი და დენიელი წარმატებული ადვოკატები არიან, რომლებიც განქორწინების მსურველ წყვილებს სამართლებრივი დეტალების მოგვარებაში ეხმარებიან. არც ერთ მათგანს კარიერაში პროცესი არ აქვს წაგებული, თუმცა ყველაფერი ძალიან საინტერესოდ ვითარდება მას შემდეგ, რაც ისინი ერთსა და იმავე საქმეზე იწყებენ მუშაობას და დაპირისპირებული მხარეების ადვოკატები ხდებიან…

,,ქეითი და ლეოპოლდი” / Kate and Leopold (2001) – ქეითი თანამედროვე საქმიანი ქალია, ლეოპოლდი კი მე-19 საუკუნეში მცხოვრები ჰერცოგი, თუმცა შემთხვევითობისა და დროის პორტალის წყალობით ისინი ერთმანეთს 2001 წელს, ნიუ-იორკში ხვდებიან და საინტერესო თავგადასავლებიც გადახდებათ თავს…

„არდადეგები“ / The Holiday (2006) – ლონდონელი აირისი და ლოს ანჯელესელი ამანდა პირად ცხოვრებაში წარუმატებლობის შემდეგ დეპრესიასთან ბრძოლის უჩვეულო მეთოდს პოულობენ. ისინი ერთმანეთს ერთ-ერთ ვებსაიტზე ეცნობიან და გადაწყვეტენ საშობაო არდადეგებისთვის სახლები გაცვალონ. შესაბამისად ამანდა შობას ლონდონში, ხოლო აირისი ლოს-ანჯელესში ხვდება. არც ერთმა მათგანმა არ იცის, თუ რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო…

,,სანამ შენ გეძინა“ / While You Were Sleeping (1995) – ლუსი ახალგაზრდა, მარტოხელა ქალია, რომელსაც არც ისე საინტერესო ცხოვრება აქვს. იგი მეტროში ჟეტონებს ყიდის. თუმცა ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც ლუსი უცნობ სიმპატიურ მამაკაცს, პიტერს გადაარჩენს და მის ოჯახს გაეცნობა, როგორც მისი საცოლე. ვიდრე პიტერი კომაშია, ლუსი მის ოჯახს უმეგობრდება…

,,თქვენთვის წერილია” / You’ve Got Mail (1998) – კეიტლინ კელის წიგნების პატარა მაღაზია აქვს, თუმცა მისი ბიზნესი სულ უფრო და უფრო უკან მიდის მას შემდეგ, რაც იმავე ქუჩის კუთხეში ჯო ფოქსი, წიგნის მაღაზიათა ქსელის მფლობელი ახალ, უზარმაზარ მაღაზიას ხსნის. ამის გამო კეიტლინს და ჯოს არც ისე მეგობრული ურთიერთობა აქვს. არც ერთმა მათგანმა არ იცის, რომ ანონიმური რომანტიული წერილების გასაცვლელ ვებ-გვერდზე ისინი სწორედ ერთმანეთს უგზავნიან წერილებს.

„წინადადება“ / The Proposal (2009) – სრულიად მოულოდნელად კანადელ მარგარეტ ტეიტს, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელია, სავიზო პრობლემები ექმნება. აშშ-ის ტერიტორიაზე დარჩენიდ და ცხოვრების ნებართვის მისაღებად მარგარეტი თავის ხელქვეითს, ენდრიუს მასზე დაქორწინებას აიძულებს, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია…

„მეოჯახე“ / The Family Man (2000) – ჯეკ კემპბელს ყველაფერი აქვს, რასაც მოისურვებს. იგი უოლ-სტრიტზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბროკერია და ნიუ-იორკში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სახლის პენტჰაუსში ცხოვრობს. თუმცა შობის წინა ღამეს მისი შეხვედრა ერთ უცნაურ კაცთან ყველაფერს თავდაყირა აყენებს. მართლაც, რა მოხდებოდა 13 წლის წინ ჯეკს განსხვავებული გადაწყვეტილება რომ მიეღო და თავის გერლფრენდთან, ქეითთან დარჩენილიყო?

 „ის“ / Her (2010) – არც ისე შორეულ მომავალში მარტოხელა მწერალ თეოდორს უცნაური ურთიერთობა უყალიბდება ხელოვნურ ინტელექტთან. სამანტა ოპერატიული პროგრამაა, რომელიც სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანმა თავი მარტოდ არ იგრძნოს.

,,პაემანი ქორწილში“ / The Wedding Date (2005) – მარტოხელა კეტ ელისი ახალი გამოწვევის წინაშე დგება. თავისი დის ქორწილში იგი სტუმრად აუცილებლად თავის გამოგონილ ბოიფრენდთან ერთად უნდა მივიდეს, ამიტომ ქირაობს ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც სწორედ ამ საქმიანობითაა დაკავებული. მან კეტის ოჯახთან დამაჯერებლად უნდა შეასრულოს მისი ბოიფრენდის როლი…

,,წერილები ჯულიეტასთვის” / Letters To Juliet (2010) – სენტიმენტალური მელოდრამა ამანდა სეიფრიდის მონაწილეობით იტალიის დაუვიწყარი პეიზაჟების ხედით ანებივრებს მაყურებელს. სოფი, რომელიც მწერლობაზე ოცნებობს, საქმროსთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ ქალაქში, ვერონაში მიემგზავრება. ჯულიეტას სახლში სტუმრობისას სოფი ძველ სასიყვარულო წერილს იპოვის, ერთ-ერთს იმ მრავალთაგან, რომლებსაც უიმედოდ შეყვარებულები ჯულიეტას სწერენ და კედლებზე მიკრულს ტოვებენ. სოფი გადაწყვეტს თავის ნაპოვნ წერილს ჯულიეტას სახელით უპასუხოს, თუმცა არ იცის როგორ შეცვლის ეს წერილი მის ცხოვრებას…

წყარო: fortuna.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები