კონკურსი ახალგაზრდებისთვის – ფულადი ჯილდო 600 ლარი

კონკურსები

სადაც არ უნდა ცხოვრობდე და მუშაობდე, თუ ახალგაზრდა ხარ, ფოტოებს იღებ და ფოტოისტორიების მომზადება შენი პროფესიის ნაწილი თუ არა ჰობი მაინც არის, გიყვარს მეგობრებისა და გარშემომყოფებისთვის საკუთარი ნამუშევრების გაზიარება, ეს გზავნილი შენთვისაა.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

მოგვაწოდე ფოტოისტორიები, თუ გაინტერესებთ:

  • სოციალური თემატიკა,
  • ეკოლოგია,
  • ახალგაზრდები,
  • კულტურა,
  • განათლება,
  • ადამიანის უფლებები და ზოგადად,
  • საზოგადოებრივი საკითხები, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია.

მომზადებული ნამუშევარი სიძულვილის ენას არ უნდა შეიცავდეს, ასევე, პოლიტიკოსების, პოლიტიკური აქტივისტებისა და პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს არ უნდა ატარებდეს.

გამოგვიგზავნე ფოტოისტორია ელექტრონულ ფოსტაზე 3-ზე მეტი ფოტოთი და ნახევარგვერდიანი ტექსტით მაინც. მოყევი ამბავი, რომელიც გინდა, რომ სხვებმაც იცოდნენ.

ელექტრონულ ფოსტაზე – tavisupalia@gmail.com ფოტოისტორიასთან ერთად მობილურის ნომერიც გააგზავნეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში დაგიკავშირდნენ. ასევე, მასალის გამოგზავნისას ასაკიც მიუთითეთ.

გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო 600 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები თანხა).

პირველ სამ ადგილზე გასული ნამუშევრები პროექტის ბოლოს დაგეგმილ გამოფენაზეც მოხვდება.

ნამუშევრები 20 აგვისტომდე მიიღება. გამოგზავნილი ფოტოისტორია რომელიმე მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული არ უნდა იყოს.

პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ასოციაციას მითითებულ მეილზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები