სოლიდური ფულადი პრიზი ბუნების მოყვარული ახალგაზრდებისთვის

კონკურსები

თუ გიყვართ ფლორა და ფაუნა და გსურთ განახორციელოთ პროექტი ველური ცხოველებისა და მცენარეების სახეობების დასაცავად, მაშინ The Future For Nature Award (ჯილდო ბუნების მომავლისთვის) თქვენთვის არის განკუთვნილი. ყოველ წელს, ჯილდო გადაეცემა 3 ახალგაზრდას 50 000€ ფულად პრიზთან ერთად.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

მონაწილეობის კრიტერიუმები შემდეგია:

  • კანდიდატი უნდა იყოს 18 დან 35 წლამდე
  • ჰქონდეს მნიშვნელოვანი აქტივობები განხორციელებული ცხოველების ან მცენარეების სახეობების შენარჩუნებასთან დაკავშირებით
  • უნდა იყოს მოტივირებული, კრეატიული, ინოვაციური და ფლობდეს ინგლისურ ენას
  • კანდიდატმა უნდა გააგრძელოს შენარჩუნებითი სამუშაოები, რადგან ჯილდო მიზნად ისახავს გამარჯვებულის მომავალი სამუშაოს სტიმულირებას. იგი გამოყენებულ უნდა იქნას ცხოველების ან მცენარეების სახეობების შესანარჩუნებლად.

თუ დაგაინტერესათ ამ შესაძლებლობამ გაითვალისწინეთ რომ კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.

აპლიკაციის შესავსება

დამატებითი ინფორმაცია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები