10 თანამედროვე სერიალი, რომელთა საყურებლადაც დრო არ უნდა დაინანოთ

მხიარული ინფო

ისინი, ვისაც ფილმები და სერიალები ძალიან უყვარს, ყველაფრის მიუხედავათ მათ საყურებლად დროს ნახულობს ხოლმე. გვინდა შემოგთავაზოთ 10 თანამედროვე არაჰოლივუდური სერიალი, რომლის საყურებლადაც დრო არ უნდა დაინანოთ. აღნიშნული სერიალები მაყურებელთა დიდ მოწონებას იმსახურებს და ამას მათი რეიტინგები მოწმობს.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

“ბაბილონი ბერლინი” (2017) – მოქმედება ხდება გერმანიაში 1920-იანი წლების ბოლოს 1930-იანი წლების დასაწყისში ნაცისტების სათავეში მოსვლამდე. პოლიციის კომისარი გერეონ რატი დაკავებულია სხვადასხვა დანაშაულის გამოძიებით ბერლინში. მთავარი გმირი ხედავს როგორ იცვლება საზოგადოება…

“დრაკულა” (2020) – ბრამ სტოკერის დრაკულას შთაგონებით გადაღებული სერიები, გვიხატავს სისხლიან ისტორიებს ტრანსილვანიიდან ლონდონამდე.

“ჩემი არაჩვეულებრივი მეგობარი” (2018) – ქალი გვაცნობს ისტორიას თავისი მეგობრობის შესახებ გოგონასთან, რომელიც ნეაპოლში, დაწყებით სკოლაში გაიცნო 1950-იანი წლების დასაწყისში.

“პატარა” (2018) – ორი თინეიჯერი გოგონა რომის მდიდართა უბნიდან, რომელთაც მობეზრდებათ თავიანთი ოჯახები და თანაკლასელები მდიდარი ოჯახებიდან, ქალაქის ჯურღმულებში ამოყოფენ თავს და ორმაგი ცხოვრებით დაიწყებენ ცხოვრებას.

“ვიცი ვინ ხარ შენ” (2017) – ცნობილი ადვოკატი, უნივერსიტეტის პროფესორი გონს მოდის გზაზე ავტოავარიის შემდეგ. მას არაფერი ახსოვს. მანქანაში მხოლოდ სისხლის კვალი და მობილური ტელეფონია, რომელიც მას არ ეკუთვნის. ადვოკატმა უნდა გაიხსენოს ყველაფერი და დაამტკიცოს, რომ კავშირი არ აქვს გოგონას გაუჩინარებასთან.

“ბნელი” (2017) – პირველი გერმანულენოვანი სერიალი, რომელიც Netflix-მა საერთაშორისო ეთერში გაუშვა. პატარა გერმანულ ქალაქში ბავშვები იკარგებიან. მაგრამ ამბავი არაა მხოლოდ დეტექტივი და მათი გაუჩინარების გამოძიება. ეს ისტორიაა თაობებს შორის დამოკიდებულებაზე, სიყვარულზე, კარადაში დამალულ ჩონჩხებზე და მისტიკურ მოვლენებზე… სერიალი გამოსვლისთანავე შეადარეს უცნაურ ამბებს და ტყუილად სულაც არა. ატმოსფერული გადაღება, შესანიშნავი მუსიკა, ბრწყინვალე თამაში არამარტო ფანტასტიკური თავსატეხების მოყვარულ მაყურებელს მოხიბლავს.

“ოკუპირებულები” (2015) – სერიალი მოგვითხრობს ახლო მომავალზე, რუსეთი მოახდენს ნორვეგიის ოკუპაციას, იმის გამო, რომ ახლად არჩეული ნორვეგიის მთავრობა გარემოს დაცვის მიზნით, გადაწყვეტს შეაჩეროს ნავთობის მოპოვება ჩრდილოეთის ზღვაში.

“დატყვევება” (2019) – ჯარისკაც შონ ემერის ავღანეთში მკვლელობის ჩადენის ბრალდება მოეხსნება არასაკმარისი ვიდეო მტკიცებულებების გამო. იგი ცხოვრებას და თავის პატარა გოგონას თავისუფალ კაცად უბრუნდება. მაგრამ როდესაც ლონდონში გატარებული ღამის საშინელი კადრები გავრცელდება, შონის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება – თავისუფლებისათვის ერთხელ კიდევ მოუწევს ბრძოლა.

“ქაღალდის სახლი” (2017) – ახალგაზრდების ჯგუფი ესპანეთის სამეფო ზარაფხანის გაძარცვას გადაწყვეტს. და არამხოლოდ გაძარცვას, არამედ რამდენიმე დღით მის ხელში ჩაგდებას და ამუშავებასაც, რათა რაც შეიძლება დიდი თანხა მოჭრან. მოვლენები თავბრუდამხვევად ვითარდება და სერიალი ერთი ამოსუნთქვით იყურება.

წყარო: news.croconet.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები