ანაზღაურებადი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით

დასაქმება

შპს მისო “ლიდერ კრედიტი” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

მდებარეობა: ქ. თბილისი; ქ. რუსთავი; ქ. მარნეული
პერიოდი – 1 თვიდან 3 თვემდე

  • სტაჟირების პერიოდში თქვენ პრაქტიკულად შეისწავლით;
  • მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ საკრედიტო პროდუქტებს;
  • ახალი კლიენტების მოზიდვისათვის საჭირო ეფექტური გაყიდვების ხელოვნებას;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადებას, კლიენტების ბიზნესის ანალიზს/შეფასებას და კომიტეტზე წარდგენას;
  • საკრედიტო პორტფელის ხარისხის მართვას;

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტირებით/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი)
  • საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) ბაზისური ცოდნა
  • რუსული ან/და აზერბაიჯანული ენების ცოდნა (სასურველია რუსთავისა და მარნეულის კანდიდატებისთვის);

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება
  • სისხარტე
  • კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალურობა

თუ გსურთ დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge ან/და შეავსეთ აპლიკაცია დასაქმდი ჩვენთან.

ბოლო ვადა: 17 აგვისტო

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები