სტაჟირება მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე

დასაქმება

ამხანაგობა “ლისი პანორამა” აცხადებს სტაჟირებას მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, დასაქმების პერსპექტივით.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

სტაჟირების ადგილი: თბილისი, სულხან ცინცაძის 12
ანაზღაურების გარეშე სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე;
განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00
(სტუდენტზე მორგებული გრაფიკი)

საკვვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან 3-4 კურსის სტუდენტი (სასურველია მენეჯმენტის მიმართულებით დაინტერესებული პირი)
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

საჭირო პიროვნული უნარები:

  • კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდურად და ინდივიდალურად მუშაობის უნარი;
  • საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  • ანალიტიკურად აზროვნება;

სტაჟირების ძირითადი მიმართულებები:

  • ხელმძღვანელის უშუალო დავალებების შესრულება
  • საწევროს აკრეფვის ორგანიზება; ამ მიზნით ამხანაგობის წევრებთან სისტემატიური კომუნიკაცია, მათი ინფორმირება გადასახდელი თანხის ოდენობის და გადახდის ვადების შესახებ
  • საწევროს აკრეფის ვადების კონტროლი
  • ინფორმაციის მიწოდება ამხანაგობისთვის ანგარიშზე არსებულ თანხების შესახებ
  • ინფორმაციის მიწოდება ამხანაგობისათვის შემოსავლების და ხარჯების შესახებ (თვიური, კვარტალური, წლიური, კონკრეტულ პროექტებზე)
  • ამხანაგობის მიერ მისაღები გადაწყვეტილებების ინიცირება, გამოტანა განსახილველად, განხილვის ორგანიზება და გადაწყვეტილების მიღების იურიდიულად გაფორმება
  • მიმდინარე საქმეების ორგანიზება
  • კონტრაქტორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და მაშაობის კონტროლი კომუნიკაციებზე (დენი, გაზი, წყალი, კანალიზაცია) ახალი დაერთებების ორგანიზება, კონტროლი
  • სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია
  • გრგ-ს მოთხოვნების შესრულების კონტროლი
  • კერძო მესაკუთრეებზე გაცემული მშენებლობის ნებართვების კონტროლი, რამდენად შეესაბამება გრგ-ს; ამხანაგობის ინფორმირება დარღვევების შემთხვევაში და დროული რეაგირების უზრუნველყოფა
    კერძო მესაკუთრეების მიერ განხორციელებული მშენებლობის მიმდინარეობის კონტროლი – გაცემულ მშენებლობის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი
  • ამხანაგობის მიერ განსახორციელებები პროექტების დაგეგმვა, ტენდერის გამოცხადება, კომპანიების შერჩევა, დაკონტრაქტება, შესრულების კონტროლი, შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარება, საგარანტიო ვადების კონტროლი
  • ამხანაგობის მიზნების შესრულებასთან დაკავშირებული სხვა სამუშაობის განხორციელების ორგანიზება და შესრულების უზრუნველყოფა

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ გარემოსა და პროფესიულ განვითარებას.
სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და ფოტოსურათით ელ. ფოსტის მეშვეობით მისამართზე: panoramalisi@gmail.com

სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განცხადებების მიღების ბოლო თარიღია 2020 წლის 4 სექტემბერი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები