იდეების კონკურსი

კონკურსები

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს იდეების კონკურსს მოხალისეობრივი ინიციატივების დასაფინანსებლად პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოხალისეობის იდეის პოპულარიზაციას, მოხალისეობის გზით მოქალაქეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო აქტივობებში მათი ჩართულობის გაზრდას.

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და საინიციატივო ჯგუფებს;
  • ინიციატივები უნდა განხორციელდეს საქართველოს 10 რეგიონიდან ერთ-ერთში ან ერთდროულად რამდენიმეში: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-თაინეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი.
  • თითოეული ინიციატივის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.
  • იდეების მიღება მოხდება მხოლოდ ელექტრონულად, განაცხადის შევსება შეგიძლიათ ბმულზე (http://bit.do/fHeha);
  • განაცხადს უნდა ახლდეს ბიუჯეტის ფორმა. (ბიუჯეტის ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ბმულიდან http://bit.do/fHej4)

კონკურსი მხარს დაუჭერს ისეთ ინიციატივებს, რომელიც ხელს შუწყობს:

  • მოხალისეობის პოპულარიზაციას;
  • საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, მათ შორის COVID 19 -თან დაკავშირებით უსაფრთხოების წესების დაცვასთან მიმართებაში;
  • გარემოს დაცვას;
  • ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას;
  • მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას;
  • ადგილობრივი სათემო პრობლემების მოგვარებას;
  • სხვა;

კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება:

  • პროექტის მონაწილეთა შრომითი ანაზღაურება: ხელფასი ან ჰონორარი (გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ მოწვეული ექსპერტი);
  • წვეულებასთან დაკავშირებული ხარჯები (ალკოჰოლის შესყიდვა და არამიზნობრივი შეხვედრებისათვის საჭირო თანხები);
  • კომუნალური გადასახადები და ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც არ უკავშირდება ინიციატივის მიზნებს.
  • საქველმოქმედო ღონისძიებები.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 5 სექტემბერი, 18:00 საათი;

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64
ტელ: 0431 251330
საკონტაქტო პირი: მაკა ჩინიჯიშვილი, 595 351677
ელ-ფოსტა: admin@edec.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები