ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის ბიზნესის მიმართულებით

დასაქმება

კომპანია Nexia Solutions აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე. კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

ფუნქცია-მოვალეობები, ანუ ჩვენ შეგასწავლით:

  • კომპანიაში ბიზნეს გადაწყვეტილების დანერგვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • დამკვეთი კომპანიის საჭიროებების შესწავლა და გაანალიზება;
  • კონსულტაციების გაწევა დამკვეთის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების მიზნით;
  • დამკვეთის თანამშრომლების დახმარება პროგრამის ათვისებაში – პროგრამის შემსწავლელი ტრენინგ-კურსების ჩატარება;
  • დამკვეთის ტექნიკური მხარდაჭერა.

პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება – ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • კარგი ანალიტიკური და კომპიუტერული უნარები;
  • ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა – ჩაითვლება უპირატესობად;
  • 1C სტანდარტული გადაწყვეტილებების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება – ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების პროფესიულ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • სტრესულ და არასტანდარტულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • ადგიმლდებარეობა – ქ.თბილისი, მერაბ ალექსიძის 12, ბიზნეს ცენტრი „King David”
  • სამუშაო საათები – სრული სამუშაო განაკვეთი – 10:00 – 19:00, ორშაბათი-პარასკევი.
  • ანაზღაურება – ფიქსირებული, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: HR@nexia.ge 2020 წლის 20 სექტემბრამდე.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ: ბიზნეს ანალიტიკოსი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები