სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების ქართველი პროფესორი

საინტერესო ფაქტები

თამარ პაზიაშვილი სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების პროფესორია. ის გახლავთ მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც ადამიანის ტვინის პრობლემების შესწავლით არის დაკავებული, ეპილეფსიის კვლევის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის Michael prize-ით დააჯილდოვეს (ნობელის პრემიის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო).

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

თამარ პაზიაშვილს ჯილდო გადაეცა აღმოჩენისთვის, რომლის საშუალებით მღრღნელებს, ოპტოგენეტიკის დახმარებით, ეპილეფსიური კრუნჩხვები დაწყებისთანავე უწყდებათ. ეს ხერხი მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ტვინის გარკვეული უჯრედები სინათლის დახმარებით გაააქტიურონ, ან „გამორთონ.“

ქართველმა მეცნიერმა აღმოაჩინა ნეირონების წრედი, რომელსაც კრუნჩხვების შეჩერება შეუძლია. სან-ფრანცისკოსა და სტენფორდის უნივერსიტეტების ასისტენტ-პროფესორმა გლადსტოუნის ინსტიტუტისგან ლაბორატორიის გახსნის შეთავაზება მიიღო, რომელიც მის სახელს ატარებს.

ქართველმა მეცნიერმა უმაღლესი განათლება პარიზის მარი და პიერ კიურის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო. 2007 წელს კი მეუღლესთან ერთად აშშ-ში გადავიდა. მისი მეუღლე ფიზიკოსია და ნასაში მუშაობს. თამარ პაზიაშვილმა დედასთან ერთად საქართველო 1994 წელს დატოვა.

წყარო: Speech • სფიჩი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები