Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

როგორია მაგისტრობის კანდიდატთა საგრანტო ქულის გამოთვლისა და გრანტის განაწილების წესი

როგორია მაგისტრობის კანდიდატთა საგრანტო ქულის გამოთვლისა და გრანტის განაწილების წესი
September 11
12:12 2020

2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები ცნობილია. მაგისტრობის მსურველთა რეიტინგული სია ნორმირებული ქულების მიხედვით მოგვიანებით გამოქვეყნდება. მიიღო თუ არა გრანტი მაგისტრობის კანდიდატმა ამის შესახებ ინფორმაცია კი ნოემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი. მანამდე შეგიძლიათ საგრანტო ქულის გამოთვლისა და გრანტის განაწილების წესს გაეცნოთ.

 გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

აბსოლუტური საგრანტო ქულის გამოთვლის წესი

ტესტის თითოეული ნაწილისათვის ვპოულობთ კანდიდატის მიერ ტესტის ამ ნაწილში მიღებულ გათანაბრებულ ქულას. გათანაბრებული ქულა გაანგარიშებულია მეათასედის სიზუსტით. ამის შემდეგ, ტესტის თითოეული ნაწილისათვის დადგინდება კანდიდატის მიერ ტესტის ამ ნაწილში მიღებული ე. წ. ნორმირებული ქულა, რომელიც წარმოადგენს კანდიდატის მიერ ტესტის ამ ნაწილში მიღებული გათანაბრებული ქულის შეფარდებას ტესტის ამ ნაწილის მაქსიმალურ ქულასთან.

აბსოლუტური საგრანტო ქულის გამოსათვლელად ვკრებთ ტესტის ოთხივე ნაწილში მიღებულ ნორმირებულ ქულებს და მიღებულ ჯამს ვამრავლებთ 40698000-ზე (რიცხვი 40698 წარმოადგენს ტესტის ოთხივე ნაწილის მაქსიმალურ ქულათა (21-ის, 18-ის, 17-ის, 19-ის) უმცირეს საერთო ჯერადს). საბოლოოდ მივიღებთ მთელ რიცხვს, რომელიც ჩაითვლება კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მიღებულ აბსოლუტურ საგრანტო ქულად.

მაგალითად, თუ კანდიდატს, რომელმაც წარმატებით გაიარა სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის კონკურსი, გათანაბრების შემდეგ წაკითხულის გააზრების ნაწილში აქვს 14,047 ქულა, ანალიტიკური წერის ნაწილში – 5 ქულა (ზღვარი ვერ გადალახა), ლოგიკური მსჯელობის ნაწილში – 15 ქულა, ხოლო რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში – 17,8 ქულა, მაშინ მისი აბსოლუტური საგრანტო ქულა იქნება:

სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის მოცულობა და მისი განაწილების წესი

საქართველოს მთავრობის მიერ 2020-2021 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 2 250 000 ლარით. აქედან სამაგისტრო გრანტი შეადგენს 2 000 000 ლარს, 205 000 ლარი გამოყოფილია მაგისტრანტების დასაფინანსებლად სოციალური პროგრამის ფარგლებში, ხოლო 45 000 ლარი – მაგისტრანტების დასაფინანსებლად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. საქართველოს მთავრობის მიერ 2020-2021 სასწავლო წლისათვის განისაზღვრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა);
  • ჯანდაცვა;
  • ჰუმანიტარული;
  • ხელოვნება;
  • აგრარული;
  • განათლება;
  • სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა);
  • საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა);
  • სამართალი;
  • მათემატიკა და ფიზიკა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  • ბიზნესი და ეკონომიკა.

სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის საერთო მოცულობის (2 000 000 ლარი) 39.96% (799 200 ლარი) აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე თანაბრად განაწილდება, ხოლო დარჩენილი 60,04% (1 200 800 ლარი) საგანმანათლებლო 7 პროგრამულ მიმართულებებზე განაწილდება პრიორიტეტების მიხედვით შემდეგი პროცენტული მაჩვენებლების შესაბამისად:

ა) საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა) − 9,57%;
ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა) − 9,07%;
გ) სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა) − 8,57%;
დ) განათლება − 6,07%;
ე) ჰუმანიტარული − 6,07%;
ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიები − 5,87%;
ზ) ბიზნესი და ეკონომიკა − 5,07%;
თ) სამართალი − 3,07%;
ი) მათემატიკა და ფიზიკა − 2,67%;
კ) აგრარული − 2,17%;
ლ) ჯანდაცვა − 1,17%;
მ) ხელოვნება − 0,67%.

294 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2020
M T W T F S S
« Aug    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930