Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის ჯანმრთელობის დაზღვევა

უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის ჯანმრთელობის დაზღვევა
September 12
09:54 2020

საქართველოს მთავრობის დადგენილებით (№572, 2020 წლის 10 სექტემბერი) საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესი განისაზღვრა.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

აღნიშნული დოკუმენტით საქართველოს მთავრობა ადგენს:

  1. დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესი, დანართის შესაბამისად.
  2. უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტი ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას იქონიოს წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისი ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისი.
  3. უცხოელსა და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სასაზღვრო გამტარ პუნქტში განუმარტავს საქართველოს ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის სავალდებულოობის შესახებ და ამოწმებს უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის მიერ სადაზღვევო პოლისის ფლობას.
  4. საქართველოში უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს მის დაწესებულებაში ჩარიცხული უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის მიერ ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან უზრუნველყოს ასეთი დაზღვევის ფლობა აღნიშნული წესის შესაბამისად, აქტიური სტუდენტური სტატუსის ფლობის სრული პერიოდით.

პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში, დეტალურადაა გაწერილია დაზღვევის პირობები და ადმინისტრირების წესი.

იხილეთ ბმულზე რა მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს უცხოელ და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტს და რა ვალდებულებები ეკისრება  უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

15 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2020
M T W T F S S
« Aug    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930