სტუდენტური პარლამენტი აცხადებს სტუდენტების მიღებას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში

საინტერესო ფაქტები

საქართველოს სტუდენტური პარლამენტი იწყებს სტაჟირების განახლებულ სეზონს და აცხადებს ახალი წევრების მიღებას.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი კურსის სტუდენტს.

აღნიშნულ პროექტი 3 წლის მანძილზე აქტიურად ხორციელდება, რომელიც საქართველოში არსებულ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს აერთიანებს.

სტაჟირებაში ჩართული სტუდენტი პარლამენტარების უმეტესი ნაწილი, ამავე პროექტის საშუალებით დასაქმებულია შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ ორგანოებში.

სტუდენტურ პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის მსგავსი სტრუქტურაა, რომელიც შედგება 15 დარგობრივი კომიტეტისაგან, კომიტეტის თავმჯდომარე, მოადგილე და წევრები.

აღნიშნული პროექტი საშუალებას გაძლევთ იმსჯელოთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში, ასევე მიიღოს რეკომენდაციები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების ფინანსური დეპარტამენტის და ბიზნესის წარმომადგენლებისაგან.

ეს არის შანსი სტუდენტებისთვის პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და პარქტიკული უნარ-ჩვევების შესაძენად.

საპარლამენტო სტაჟირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არსებულ ნებისმიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრირებულ ახალგაზრდებს.

პროექტის ერთი სემესტრის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გადმოგეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი, ხოლო სრული კურსის წარმატებით დახურვისას სტაჟირების დამადასტურებელი ორენოვანი დიპლომი. (სრული კურსი მოიცავს 2 სემესტრს)

შერჩეულ აპლიკანტებს დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით უახლოეს პერიოდში.

იხ. სააპლიკაციო ფორმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები