თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დღეიდან იხსნება

ივენთი

25 სექტემბერს 12:00-ზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება. ფესტივალი 25-27 სექტემბერს სრულად ონლაინფორმატში გაიმართება.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

ორგანიზატორების ცნობით, ყველა გათვალისწინებული ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს 12:00-დან 19:00 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუკგვერდზე – თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა.

თბილისის წიგნის ფესტივალში 20-ზე მეტი გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას. თითოეული მათგანი სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველს.

  • ფესტივალის ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე;
  • წიგნების გამოფენა-გაყიდვა – ფესტივალის ვებგვერდზე.
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები