გრაფიკული პოსტერების კონკურსი

კონკურსები

მოძრაობა სირცხვილია და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ღია საზოგადოების ფონდის და დემოკრატიის ევროპული ფონდის მხარდაჭერით, მართავს არჩევნებზე წასვლის მამოტივირებელი პრინტების ღია კონკურსს. ქვემოთ მოცემული დავალების შესრულება და ნამუშევრის გამოგზავნა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 12 ოქტომბრის 23:59-ის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე – contest@shame.ge.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

სპეციალური ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ნაშრომების ავტორები დაჯილდოვდებიან, გამარჯვებული პრინტი კი მთელ ქვეყანაში გავრცელდება.

  • I ადგილი – 3,000 ლარი
  • II ადგილი – 1,500 ლარი
  • III ადგილი – 800 ლარი

დავალება
შექმენით გრაფიკული პოსტერი, რომელიც ახალგაზრდა ამომრჩეველს 31 ოქტომბერს არჩევნებზე წასვლას მოანდომებს.

პოსტერი უნდა იყოს:
ფორმატი/ზომა: A3
ორიენტაცია: ვერტიკალური (portrait)

მიზნობრივი აუდიტორია
18-34 წლის ამომრჩევლების ის ნახევარი (310 000-ზე მეტი მოქალაქე), რომელიც არ დადის არჩევნებზე.

პოსტერის შინაარსსა და მესიჯში სასურველია ერიდოთ: ვინმეს, მათ შორის, მიზნობრივი თუ სხვა ასაკობრივი ჯგუფების დისკრედიტაციას.

მონაწილეობის პირობები:
ნამუშევარს შეიძლება ჰყავდეს ნებისმიერი რაოდენობის ავტორი, თუმცა არ შეიძლება რომ ერთი ავტორი ჰყავდეს სხვადასხვა ნამუშევარს.

გამოგზავნის ბოლო ვადაა 12 ოქტომბრის 23:59
ფორმატი: Png
მისამართი: contest@shame.ge

კონკურსში მონაწილეობით (ნამუშევრის გამოგზავნით) თქვენ ავტომატურად გვანიჭებთ ორგანიზატორებს თქვენი ნამუშევრის მიზნობრივად გამოყენების უფლებას.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები