Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში სტუდენტებისთვის 19 ოქტომბერს – ამირან გამყრელიძის პასუხი

განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში სტუდენტებისთვის 19 ოქტომბერს – ამირან გამყრელიძის პასუხი
October 12
12:38 2020

დღეს მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც მთავრობის წევრებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს.

სტუდენტებისთვის დღემდე აქტუალურ კითხვად რჩება განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში 19 ოქტომბერს თუ კვლავ ონლაინ რეჟიმში მოუწევთ სწავლა. აღნიშნული კითხვის საპასუხოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი შემდგომ სხდომაზე განიხილება.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

“ეს საკითხი განიხილება შემდგომ, ეპიდსიტუაციისდა მიხედვით. ჯერ 19 ოქტომბრამდე დრო არის, კიდევ იქნება საკოორდინაციო საბჭო და განიხილება ეპიდსიტუაციის მიხედვით. მოგეხსენებათ, რომ უმაღლესი სასწავლებლები უფრო ადაპტირებული არიან დისტანციურ სწავლებასთან და ერთ-ერთი მთავარი მოწოდება დღეს რაც განვიხილეთ ეგ არის, რომ საჯარო დაწესებულებები და კერძო დაწესებულებები, სადაც ამის საშუალება არის მაქსიმალურად იყოს დისტანციურ მუშაობაზე გადასული. თუ აუციელებელი საქმე არ არის, არ არის საჭირო ოფისში თუ სამსახურში მისვლა, დისტანციურადაც შეიძლება გაგრძელდეს მუშაობა”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში მიღებული გადაწყვეტილებით, 19 ოქტომბრიდან, აჭარის გარდა ყველგან, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში არა დისტანციურად, არამედ აუდიტორიებში უნდა განახლდეს სასწავლო პროცესი.

1,523 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2020
M T W T F S S
« Sep   Nov »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031