მოთხრობების კონკურსი ახალგაზრდებისთვის

კონკურსები

მწერალთა სახლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად აცხადებს მოთხრობების კონკურსს „ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! იწყება მკვლევართა თავგადასავალი“.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

კონკურსი ტარდება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ დაფინანსებით, პროექტის „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-22 წლის ახალგაზრდებს.

მოთხრობების კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ავტორების წახალისება; მათი კვლევის და ექსტრაპოლაციის და წერის უნარების განვითარების ხელშეწყობა; ევროპული და მსოფლიო სამეცნიერო-ტექნოლოგიური გამოგონებების შესახებ ცნობადობის ამაღლება.

კონკურსის მონაწილეებს ევალებათ, შექმნან ლიტერატურული ნაწარმოები (მოთხრობა) სამეცნიერო თემატიკაზე. ნაწარმოების სიუჟეტში ჩართული უნდა იყოს რომელიმე მეცნიერული აღმოჩენა, ფენომენი ან თეორია, ტექნოლოგიური გამოგონება ან ინოვაცია.

დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს საკონკურსო ნაწარმოებებს და გამოავლენს კონკურსის სამ გამარჯვებულს:

I ადგილი – სიგელი და ფულადი პრემია 1875 ლარის ოდენობით;

II ადგილი – სიგელი და ფულადი პრემია 1250 ლარის ოდენობით;

III ადგილი – სიგელი და ფულადი პრემია 1000 ლარის ოდენობით.

კონკურსის მონაწილეებმა ნაწარმოებები უნდა გააგზავნონ ელექტრონულად (MS word დოკუმენტით) მეილზე: contest@writershouse.ge 2020 წლის 30 ოქტომბრამდე.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან “ევროპელ მკვლევართა ღამის” გახსნის ცერემონიაზე, 27 ნოემბერს.

გაეცანით კონკურსის დეტალურ პირობებს, აუცილებელ მოთხოვნებს და შეფასების კრიტერიუმებს ბმულზე.

პირობების და მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, საკონკურსო ნაწარმოები არ განიხილება!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები