Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

კონკურსი სტუდენტებისთვის – „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“

კონკურსი სტუდენტებისთვის – „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“
October 16
17:34 2020

კონკურსი „კაპიტანი“ გაძლევთ შესაძლებლობას, მხატვრულ ნამუშევარში გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება მეცნიერებისადმი.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

პროექტის „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ მიზანია, საზოგადოებამ უკეთ გაიგოს, თუ რა დადებითი ზეგავლენა აქვს მეცნიერ-მკვლევართა საქმიანობას თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე; უბიძგოს ახალგაზრდებს სამეცნიერო-კვლევითი კარიერის არჩევისკენ და გააძლიეროს მეცნიერის იმიჯი საზოგადოებაში.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 20-30 წლამდე ახალგაზრდებს, 2020წლის 31 დეკემბრის მდგომარებით.

2. კონკურსში მონაწილეობის უფლება შეიძლება ჰქონდეს სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე პირს, საქართველოში ავტორიზებული ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

3. კონკურსში მონაწილეობა და ნამუშევრების წარმოდგენა ეკრძალებათ „მეცნიერება კაპიტანია“პროექტისპერსონალს, კონკურსის ჟიურის წევრებს, მათი ოჯახისწევრებს.

4. კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • კონკურსში მონაწილეობის განაცხადი
  • მხატვრული ნამუშევარი

კონკურსი გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდოები:

  • I ადგილი : 1800 ლარი
  • II ადგილი: 1250 ლარი
  • III ადგილი: 1000 ლარი

გამარჯვებული ნახატები/ნამუშევრები გადაეცემა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ევროკომისიას.

საკონკურსო დოკუმენტები (საკონკურსო განაცხადი, მხატვრული ნამუშევარი, ნახატის აღწერილობა) წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ არა უგვიანეს 2020 წლის 20 ნოემბერს.

კონკურსში მონაწილეობისთვის არსებულ საკონკურსო პირობებსა და სხვა დეტალურ ინფორმაციას გაეცანით თანდართულ ბმულზე.

56 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2020
M T W T F S S
« Sep    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031