ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისთვის თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში

დასაქმება

სს ,,საქართველოს ბანკის” ჯგუფში შემავალი კომპანია Extra.ge აცხადებს ვაკანსიას ექსტრას ამბასადორის (გამოცდილების გარეშე) პოზიციაზე თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში.

ჩვენ ვართ Extra.ge, ყველაზე დიდი ონალინ მოლი საქართველოში, სადაც სხვადასხვა ბრენდები, მაღაზიები თუ ფიზიკური პირები საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების რეალიზაციას ახორციელებენ. ადგილზე მიწოდების სერვისს კი უზრუნველვყოფთ მთელი საქართველოს მასშტაბით.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

ვეძებთ სტუდენტებს, რომელთაც აქვთ სურვილი მეტი შეიტყონ ელექტრონული კომერციის შესახებ, გაიუმჯობესონ კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარ-ჩვევები და დაინტერესებულნი არიან ვაჭრობის ელექტრონული ფორმა აქციონ თავის შემოსავლის წყაროდ.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, შენი ფუნქციები იქნება:

  • შეხვდე და გაესაუბრო (პოტენციურ) მომხმარებელს;
  • დააიდენტიფიცირო მისი საჭიროებები და დაეხმარო გამოიყენოს ჩვენი პლატფორმა (ასწავლო საიტზე ნავიგაცია);
  • დაეხმარო (პროცესის ნებისმიერ ეტაპზე) შეიძინოს სასურველი პროდუქცია Extra-ს პორტალზე;
  • საჭიროებების მიხედვით გააცნო ჩვენი ახალი პროდუქტები და შეთავაზებები;

ვაკანსია იდეალურია შენთვის, თუ ხარ სტუდენტი ან კურსდამთავრებული და ახლა იწყებ სამუშაო კარიერას. ანდაც, უბრალოდ გსურს დაიწყო და განავითარო შენი კარიერა ამ ინდუსტრიაში.

ექსტრას ამბასადორობისათვის სამუშაო გამოცდილება არც აუცილებელია და არც უპირატესობად ჩაითვლება.

შენი კანდიდატურა ჩვენთვის საინტერესოა, თუ:

  • ხარ აქტიური;
  • გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
  • სიამოვნებას განიჭებს ხალხის დახმარება;
  • არც შენ ერიდები კითხვების დასმას და სხვასაც სიამოვნებით პასუხობ ნებისმიერ შეკითხვაზე;

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურებას გამომუშავებით, გაყიდული პროდუქტების შესაბამისად;
  • მოქნილ და თავსებად სამუშაო განაკვეთს საინტერესო და ღირებულ გამოცდილებას შენს კარიერაში;
  • Extra.ge -ს პორტალზე რეალურ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებზე წვდომას, რომლითაც ნამდვილად დაეხმარებით ხალხს;
  • პერიოდულ ტრეინინგებს:
  • გაყიდვების ტექნიკებში;
  • სხვადასხვა კატეგორიის რითეილ პროდუქტების შესახებ;
  • ელ.კომერციის სამუშაო სტრუქტურისა და პროცესების შესახებ;

შერჩევის პროცედურა:

კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან პირველადი გადარჩევის ეტაპს, ექნებათ დისტანციური ტესტირება და მოვიწვევთ (დისტანციურ) ინდივიდუალურ გასაუბრებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია ბმულზე 5 ნოემბრის ჩათვლით.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები