ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის – 2 ვაკანსია

დასაქმება

1. „უნივერსი-81” აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტის სტრუქტურული ნაწილის დამუშავება;
  • ანალიტიკური მოდელირება;
  • საანგარიშო პროგრამები;
  • დასახაზი პროგრამების ცოდნა (Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • უცხო ენის ფლობა (რუსული ან ინგლისური);
  • მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
  • ეფექტური დროის მენეჯმენტი.

კანდიდატთა შერჩევის პროცედურა:

  • წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი რეზიუმეების მიხედვით;
    გასაუბრება;
  • 1 თვიანი გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადი).

სამუშაო განაკვეთი – სრული

ანაზღაურება კანდიდატის გამოცდილებისა და შესაძლებლობების მიხედვით

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@universe-81.ge მიმდინარე წლის 21 ნოემბრამდე. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “ინჟინერ-კონსტრუქტორი”.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

2. ლიბერთი აცხადებს ვაკანსიას ანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, შიდა აუდიტის დეპარტამენტში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • აუდიტის ჩატარების პროცესში შიდა აუდიტის თანამშრომლებისთვის ხელშეწყობა;
  • სხვადასხვა ტიპის სამუშაო ფაილების დამუშავება / მოწესრიგება;
  • აუდიტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
  • კონფიდენციალურობის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ფინანსების / ბიზნეს ადმინისტრირების / ეკონომიკის / კომპიუტერული მეცნიერების / მათემატიკის მინიმუმ მეოთხე კურსის სტუდენტი;
  • MS Office-ის პროგრამების (Excel, Word, PowerPoint) საფუძვლიანი ცოდნა;
  • სასურველია MS Visio, ასევე SQL, PL\SQL ენების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის მართვა, ორგანიზებულობა;
  • თვითგანვითარებისკენ სწრაფვა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • მოტივირებულობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2020 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას “subject line”-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები