Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელთათვის

ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელთათვის
November 04
10:06 2020

ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელთათვის, რომელსაც „დიოგენე“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ატარებს.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

კონკურსი სამ ნომინაციაში ჩატარდება: პოეზია, მხატვრული პროზა, არამხატვრული ტექსტი (დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა, კრიტიკა, პუბლიცისტიკა) და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია 20-დან 35-წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს. თითოეულ მონაწილეს განაცხადის წარდგენა შეუძლია მაქსიმუმ ორ ნომინაციაში. საკონკურსოდ წარდგენილი თარგმანი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით.

მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განაცხადი უნდა გააგზავნონ ელექტრონულად 2020 წლის 1-ლი ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით. კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2020 წლის დეკემბერში.

კონკურსის საპრემიო ფონდი 5400 ლარია, სულ 9 პრემია გაიცემა ნომინაციების მიხედვით:

  • 3 პირველი პრემია (თითოეული – 1000 ლარი),
  • 3 მეორე პრემია (თითოეული – 500 ლარი),
  • 3 მესამე პრემია (თითოეული – 300 ლარი).

კონკურსის ფარგლებში გამოიცემა საუკეთესო თარგმანების კრებული.

რეგისტრაციის გავლა და ნაშრომების გამოგზავნა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე.

პროექტი ვახუშტი კოტეტიშვილის დაბადებიდან 85 წელს ეძღვნება. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

25 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2020
M T W T F S S
« Oct    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30