ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

“კრედო ბანკი” ახალ კრედოელებს სთავაზობს პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

  • ტრენინგები;
  • მასტერკლასები;
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • დინამიურ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს ვისაც აინტერესებს საკრედიტო მიმართულება და უნდა კრედო ბანკში დასაქმება

რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობა და პასუხისმგებლობა: მოუტანო შედეგი შენს გუნდს, საკუთარ თავს და კომპანიას.

რა ცოდნა და უნარები გვჭირდება შენგან:

  • სასურველია გქონდეს უმაღლესი განათლება ან იყო დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • გქონდეს სურვილი შეისწავლო საბანკო სფერო;
  • მნიშვნელოვანია ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • იცნობდე კარგად შენს ქალაქს და რეგიონს;
  • ძლიერი თვითმოტივაცია და განვითარების სურვილი.

თუ დაინტერესდი, გამოგზავნეთ CV, გაიარე შერჩევა და შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს.  CV გამოგვიგზავნე მეილზე: cv@credo.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ფილიალი (მაგ. სტაჟირება გარდაბანში).

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერე კრედო კარიერის Facebook-ზე.

განცხადების მიღების ვადა: 16 ნოემბერი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები