წიგნები, რომლებიც ბოლო წუთამდე გაგიტაცებთ

ლიტერატურული გვერდი

შემოდგომის მიწურულია და ამინდებიც გაგვიფუჭდა, თუმცა დისტანციურად მუშაობა/სწავლა გვაძლევს იმის საშუალებას რომ ტრანსპორტში გასატარებელი დრო კითხვას დავუთმოთ. გთავაზობთ წიგნებს, რომლებიც ჩაისა თუ ყავასთან ერთად დროს საინტერესოდ გაგატარებინებთ.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

“ელვარების კოდი”, ჯეიმზ დაშნერი – ოდესღაც სამყაროს აღსასრული დადგა. ტყეები გადაიწვა, ტბები და მდინარეები დაშრა. ვირუსმა მთელი პლანეტა დააავადა, ოჯახები გაანადგურა, ძმას ძმა მოაკვლევინა. მერე კი გამოჩნდა უკეთური… ისინი პასუხებს ეძებდნენ. მათ იპოვეს იდეალური ბიჭი. ამ ბიჭს თომასი ერქვა. მან გაამჟღავნა საიდუმლოებები. შეიტყო არნახული ერთგულების ამბები.

“შიში”, როს მაკდონალდი – ოთხმაგი მკვლელობა, ოთხი გარდაცვლილი. პირველ მსხვერპლს დანარჩენებისგან წლები აშორებს, მაგრამ ყველაფერი ერთი პიროვნების ხელით ხდება და ერთი იარაღით კეთდება. მკვლელის ვინაობას, რამდენიც უნდა ეცადოთ, ვარაუდითაც კი ვერ გამოთვლით. მხოლოდ ბოლო გვერდებზე ამოიკითხავთ და გაოცდებით!

“წიგნის ქურდი”, მარკუს ზუზაკი – 1939, ნაცისტური გერმანია. ქვეყანა სუნთქვაშეკრულია. სიკვდილი ასეთი მოუცლელი არასოდეს ყოფილა. ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს, მისი მშობლები საკონცენტაციო ბანაკში გაგზავნერს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას. 

“თუ დავრჩები”, გეილ ფორმანი – ზოგჯერ თავად აკეთებ არჩევანს ცხოვრებაში, ზოგჯერ კი არჩევანი ჩერდება შენზე! მია ფიქრობდა, რომ ადრე რთული არჩევანის წინაშე იდგა: დარჩენილიყო მუსიკასთან თუ მის გამო მეგობარი ბიჭი, ოჯახი და მეგობრები მიეტოვებინა? მერე, თებერვლის ერთ დილას, მია ოჯახთან ერთად მანქანით გაემგზავრა, ავარიაში მოჰყვა და ყველაფერი შეიცვალა. ერთის გარდა ყველა არჩევანი წარსულს ჩაბარდა და მხოლოდ ეს ერთი იყო მნიშვნელოვანი. რა მოხდება, თუ მია იცოცხლებს, თუ ეყვარება, თუ დარჩება? ეს შესანიშნავი, ტკივილით აღსავსე, რომანტიკული და ბოლოს მაინც იმედიანი რომანი სიყვარულზე, დანაკარგსა და იმ სიმამაცეზეა, რომელმაც მიას სწორი გადაწყვეტილება მიაღებინა და თანაც მაშინ, როცა ყველაფერი მხოლოდ მის ხელში იყო.

“ელეგია: ყელსაბამი”, ვახტანგ ჯავახაძე – სიყვარული მარადიულია, მას არ აშინებს არც მანძილი, არც დრო, მის წინაშე სიკვდილიც კი კარგავს ძალას. ვახტანგ ჯავახაძის ელეგია-შედევრი, რომელმაც სულ რამდენიმე დღეში მოიარა რეალური თუ ვირტუალური სამყარო, მკითხველთა გულები განსაკუთრებული ემოციით აღავსო, სწორედ ამ სიყვარულზეა – ყველაზე გულწრფელ, სევდიან, სადა, ინტიმურ და თითქოს ყოფით ამბებზე, რომელიც ადამიანთა ცხოვრებაში სიყვარულის მარადიულობას ქმნის. ყველასთვის, ვისაც განსაკუთრებული პოეზია მოენატრა, ყველასთვის, ვისაც ვინმე ენატრება…

“მშვიდობით, იარაღო!”, ერნესტ ჰემინგუეი – ჰემინგუეის პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობა სურდა, მაგრამ თვალის პრობლემის გამო უარი უთხრეს. სწორედ ამის გამო ავტორმა იტალია-ავსტრიის ფრონტზე, წითელ ჯვარში მძღოლად მუშაობა დაიწყო, სადაც 1918 წელს მძიმედ დაიჭრა. სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის დროს ჰემინგუეის ამერიკელი მოწყალების და შეუყვარდა. 10 წლის შემდეგ კი ეს სასიყვარულო ისტორია და ომის გამოცდილება საფუძვლად ედება ჰემინგუეის რომანს „მშვიდობით, იარაღო!“. ეს წიგნი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი გენიალური მანიფესტია, რომელიც მშვიდობას ეძღვნება.

“შიკრიკი”, ლუის ლოური – მატი მოუსვენარი, ანცი ბიჭუნა აღარ არის. ის ახლა სხვა სოფელში ცხოვრობს, ახალ გარემოში, სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთზე ზრუნავენ. სადაც არავინ არავის ჩაგრავს. …და სულ კირაზე ფიქრობს. სანდო და ერთგული მატი უკვე ლიდერის რჩეულია. ის ჯერჯერობით შიკრიკის მოვალეობას ასრულებს, თუმცა, ეს მისი დანიშნულება არ არის…

“მიბრუნება”, მიხეილ იოჰანი – მაისის ერთ ცხელ დღეს, ხატია საკუთარ თავთან დამარცხებას აღიარებს და ყველასთვის მოულოდნელად, სამშობლოში ბრუნდება. გოგონას ჩამოსვლას მხოლოდ მისი ძმა, დემნა ელის. ოჯახი, რომელიც ხატიას უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვითა და მოშლილი კომუნიკაციით ხვდება, ახალგაზრდა გოგოს მშობლიური გარემოსადმი გაუცხოებას კიდევ უფრო ამძაფრებს. თუმცა ეს გაუცხოება მას პირველი ცხოვრებისეული აღმოჩენებისთვისაც ამზადებს. მიხეილ იოჰანის სადებიუტო რომანი „მიბრუნება“ ახალგაზრდა და-ძმის ერთმანეთთან და გარესამყაროსთან ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც დაუგეგმავად და ხელოვნური ძალების ჩარევით იჭრება ისტორიული მომენტი, რომელმაც წესით ბევრ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი. თუმცა როგორ შეიძლება იგრძნოს ოჯახმა ან ზოგადად მთელმა საზოგადოებამ ისტორიული მომენტი მაშინ, როცა მათ შორის კომუნიკაცია არ არსებობს?!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები