ვაკანსია სტუდენტებისთვის USA2GEORGIA-ში

დასაქმება

USA2GEORGIA აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, 09:00-15:00 ან 15:00-21:00

ადგილმდებარეობა: თბილისი.

USA2GEORGIA-ში ჩვენ შევქმენით ისეთი სამუშაო გარემო, სადაც ფასდება შრომისმოყვარეობა, კოლეგიალურობა და პროფესიული განვითარების მოტივაცია.

თუ ხართ კეთილსინდისიერი, თავაზიანი და კომუნიკაბელური ადამიანი; თუ გსურთ, დასაქმდეთ ისეთ სტაბილურ და მზარდ კომპანიაში, როგორიც არის USA2GEORGIA; გეძლევათ შესაძლებლობა, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლებისთვის კომპანიაში არსებული სერვისების გაცნობა;
  • კომპანიაში არსებული მომსახურების მაღალი სტანდარტის მკაცრად, ზედმიწევნით დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი უნარ–ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მომსახურების ხარისხზე და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენი შემოთავაზებით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@usa2georgia.com 2020 წლის 30 ნოემბრამდე.

გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები