Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

გამოცხადდა პოსტერების კონკურსი გენდერული ძალადობის თემატიკაზე

გამოცხადდა პოსტერების კონკურსი გენდერული ძალადობის თემატიკაზე
November 18
10:33 2020

გამოცხადდა პოსტერების კონკურსი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

კონკურსის აღწერა:

ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემაა მსოფლიოში, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება და მოიაზრებს როგორც ფემიციდს, ოჯახში ძალადობას და სექსუალურ შევიწროვებას, ასევე დისკრიმინაციას არსებული სტერეოტიპების გამო.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს გენდერული ნიშნით ძალადობისა და ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. კამპანია იწყება 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, და გრძელდება 10 დეკემბრამდე.

წელს, 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, USAID/PROLoG-ი აცხადებს პოსტერების კონკურსს. პოსტერები უნდა შეიქმნას გენდერული ძალადობის თემატიკის გარშემო და დაეფუძნოს USAID/PROLoG-ის მიერ გამოცხადებულ წინა კონკურსში “შეცვალე ქალის მჩაგვრელი გამონათქვამები” გამარჯვებულ ფრაზებს.

პოსტერები უნდა შეიქმნას შემდეგი გამონათქვამების გარშემო:

1. “წვიმის შეკავება უფრო ადვილია, ვიდრე მართალი ქალისაო”
2. “ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს ოჯახის საქმე ეგონაო”
3. “ქალი – სწორი, ვაჟი – სწორი – ორნი ქვეყნის თანასწორი”

კონკურსის პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ზემოთ მითითებულ ერთ-ერთ გამონათქვამზე შექმნილი პოსტერი.

ტექნიკური მოთხოვნები:
ზომა: A2 (მინიმუმ 2400 პიქსელი)
ფორმატი: jpeg, png, bmp, PDF

განცხადებები მიიღება 2020 წლის 25 ნოემბრამდე (17:00 სთ), ელ. ფოსტაზე: elekishvili@ewmi.org

გამარჯვებულების გამოვლენა:

განაცხადების წარდგენის პერიოდის დასრულების შემდგომ, შესარჩევი კომისია გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:

კრიტერიუმი #1: პოსტერის შესაბამისობა კონკურსის თემატიკასთან;
კრიტერიუმი #2: პოსტერის რომელიმე გამონათქვამთან მისადაგება;
კრიტერიუმი #3: პოსტერის ვიზუალური მხარე.

კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 2020 წლის 2 დეკემბერს და გადაეცემათ შესაბამისი ჯილდო.

პრიზები:

  1. პირველი ადგილის მფლობელი დასაჩუქრდება გრაფიკული ტაბლეტით;
  2. მეორე ადგილის მფლობელი დასაჩუქრდება პლანშეტით;
  3. მესამე ადგილის მფლობელი დასაჩუქრდება უსადენო ყურსასმენით.
62 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2020
M T W T F S S
« Oct    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30