რჩეული ფილმები, რომლებიც თქვენს კრეატიულობას გაზრდის

თავისუფალი დრო

შემოქმედებითი აზროვნება, კრეატიულობა არის უნარი, წარმოადგინოთ ახალი, განსხვავებული, უჩვეულო იდეები და მათი განხორციელების გზები, შექმნა ახალი, ღირებული და აქტუალური პროდუქტი. ამ უნარის განვითარებას კი არაერთი ფაქტორი უწყობს ხელს, მათ შორის კარგი ფილმებიც. გთავაზობთ 10 რჩეულ ფილმს, რომლებიც თქვენს კრეატიულობას გაზრდის.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

“ოცნებების მდელო” (1989)
აიოველი ფერმერი უჩვეულო შემთხვევის შემდეგ გადაწყვეტს, ბეისბოლის მოედანი გააკეთოს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში პოზიტიურთან ერთად, ნეგატიური მომენტებიცაა, ეს სტიმულის მომცემი სურათია, განსაკუთრებით კი სპორტის მოყვარულთათვის.

“მოქალაქე კეინი” (1941)
ამერიკული კინოს კლასიკა – ისტორია მდიდარ და გავლენიან მაგნატზე, რომელიც ერთდროულად ეგოცენტრიკი და სენსიტიურია და ყველაფერს აკეთებს ძალაუფლების მოსაპოვებლად, დღემდე არ კარგავს აქტუალობას და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სურათად რჩება.

“დამფუძნებელი” (2016)
მაკდონალდსის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, დიდი დაპირისპირებები, უნიკალური ბიზნეს-მოდელი… ეს ფილმი განსაკუთრებულად მათ მისცემს სტიმულს, ვისაც ბიზნეს იდეები აწუხებს, რადგან გვიჩვენებს, თუ როგორ იქცა პატარა რესტორანი სწრაფი კვების ყველაზე პოპულარულ ქსელად.

“ახალი დასაწყისი” (2013)
ფილმის მთავარ გმირს – დენის ადრე ხმის ჩამწერი სტუდია ჰქონდა. ნიუ-იორკში ის შემთხვევით გაიცნობს გრეტას, რომელიც უკრავს და ისინი ერთობლივი ალბომის ჩაწერას გადაწყვეტენ. პრობლემა ისაა, რომ ფული ცოტა აქვთ, თუმცა, ძლიერი სურვილის შემთხვევაში ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

“მკვდარი პოეტების საზოგადოება” (1989)
კონსერვატული სკოლის ახალი მასწავლებელი სტუდენტებს ცხოვრების ხედვის ახალ გზას უჩვენებს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და ცვლის თითოეულ მათგანს. ეს 80-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო სურათია რობინ უილიამსის დაუვიწყარი შესრულებით.

“დიდი თევზი” (2003)
კაცი გარდაცვლილი მამის ცხოვრებისა და ვნებიანი ამბების გაგებას ცდილობს. ტიმ ბარტონის ფილმში ფანტაზია და რეალობა ერთმანეთშია გადაჯაჭვული და ზრდის მაყურებელში კრეატიულობას, რასაც ისტორიის დიდი ნაწილი უჭირავს.

“გამოღვიძება” (1990)
ფსიქიატრიულში ახალ ექიმს ნიშნავენ იმ პალატის ხელმძღვანელად, სადაც კატატონიით დაავადებული პაციენტები არიან. ექიმი პაციენტთა რუტინას არღვევს და ცალკეული შემთხვევის შესწავლას იწყებს. პოზიტიური ატმოსფერო, რობერტ დე ნიროსა და რობინ უილიამსის უნიკალური ურთიერთობა საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე.

“უოლ სტრიტის მგელი” (2013)
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ნათლად გვიჩვენებს ადამიანის იმ უარყოფით თვისებას, რასაც სიხარბე ჰქვია, ის გვიჩვენებს პოზიტიურ მხარეებსაც, როგორიცაა ადაპტაციის უნარი და დაჟინებულობა, რაც აუცილებელია მიზნისკენ სწრაფვის პროცესში.

“შეფმზარეული” (2014)
ცნობილი შეფმზარეული სამსახურს ტოვებს და საოჯახო ბიზნესს იწყებს. ის ახლა სატვირთო მანქანაში ამზადებს უგემრიელეს საჭმელებს და რაც მთავარია, საყვარელ ცოლ-შვილთან ერთად!

“უხილავი მხარე” (2009)
16 წლის ახმახი აფროამერიკელი ბიჭი უსახლკაროდ რჩება. თუმცა, მას შეძლებული წყვილი შეიფარებს და ხელს შეუწყობს, რათა ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში ითამაშოს. ეს ფილმი ნათლად გვიჩვენებს, რომ ნებისმიერ დაცემას წამოდგომა მოსდევს, თუ ამის სურვილი და ნებისყოფა გვექნება. 

წყარო: news.croconet.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები