Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტუდენტებს ფინანსთა სამინისტროს აკადემია უფასო სასწავლო პროგრამას სთავაზობს

სტუდენტებს ფინანსთა სამინისტროს აკადემია უფასო სასწავლო პროგრამას სთავაზობს
November 25
11:51 2020

ფინანსთა სამინისტროს აკადემია აცხადებს კონკურსს სასწავლო პროგრამაზე: ფინანსების მართვის პრინციპები კერძო სექტორში.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადა: 29/11/2020

ფინანსთა სამინისტროს აკადემია დასაქმების ხელშეწყობისთვის ახორციელებს უსასყიდლო ტრენინგ პროგრამას სტუდენტებისთვის: ფინანსების მართვის პრინციპები კერძო სექტორში.

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შესძინოს ცოდნა სამეწარმეო სუბიექტებში ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, პრაქტიკული მაგალითებისა და ქეისების საშუალებით გაიღრმავონ ცოდნა ისეთ თემებში, როგორიცაა:

  • კანონი მეწარმეთა შესახებ
  • ბუღალტრული აღრიცხვა სამეწარმეო სუბიექტებში (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით)
  • საგადასახადო კანონმდებლობა
  • Ms. Excel – დონეების მიხედვით

თითეული მოდულის დასრულების შემდეგ ტარდება გამოცდა და მიღებული შედეგების საფუძველზე მსმენელი იღებს შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატს.

ჯგუფში განსაზღვრულია 16 მსმენელის შერჩევა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფინანსური, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკური მიმართულების ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

კურსი ჩატარდება დისტანციურად, zoom.us პლატფორმაზე.

წინაპირობა: ფინანსური აღრიცხვის და კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა.

განრიგი:

დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი პარასკევი
საათი: 18:30- 21:30
4 დეკემბერი – 28 დეკემბერი (პირველი ეტაპი)
14 იანვარი – 30 მარტი (მეორე ეტაპი)
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 29 ნოემბერი

რეგისტრაციისათვის გადადით აღნიშნულ ბმულზე.

საკონტაქტო პირი: ლევან გრძელიძე
მობ: (+995) 98 11 89 49
L.grdzelidze@mof.ge

42 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2020
M T W T F S S
« Oct   Dec »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30