ჩანდიგარის უნივერსიტეტის ონლაინ პროგრამა დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის

გაცვლითი პროგრამები

ინდოეთის ჩანდიგარის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი აცხადებს ონლაინ სემესტრულ პროგრამას დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, როგორც სტუდენტების კარიერის ინტერნაციონალიზაციის ალტერნატივას და იწყებს ნომინაციების მიღებას ონლაინ გაცვლითი პროგრამისთვის.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

სემესტრის თარიღები 2021 წ:

  • საგაზაფხულო მიღება – სემესტრის დასაწყისი: 2021 წლის 15 იანვარი (სავარაუდო);
  • სემესტრის დასასრული: 2021 წლის მაისის შუა რიცხვები.
  • შემოდგომის მიღება – სემესტრის დასაწყისი: 2021 წლის 21 აგვისტო (სავარაუდო);
  • სემესტრის ბოლოს: 2021 წლის დეკემბრის შუა რიცხვები (სავარაუდო).

ნომინაციების მიღების ბოლო ვადა:
გაზაფხულის სემესტრისთვის – 2020 წლის 30 ნოემბერი
შემოდგომის სემესტრისთვის – 2021 წლის 15 აპრილი.

სწავლა ამჟამად მიმდინარეობს ონლაინრეჟიმში, მხოლოდ ინგლისურ ენაზე შეთავაზებულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამების კურსებზე.

სააპლიკაციო დოკუმენტები:

  • აპლიკაციის დასკანირებული ფორმა
  • ოფიციალური ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე
  • ფოტო JPG. ფორმატით
  • მოქმედი პასპორტის სკანირებული ასლი (ძალაშია მინიმუმ 6 თვის შემდეგ საზღვარგარეთ სემესტრის სავარაუდო დასრულებიდან)
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი
  • CV
  • სამოტივაციო წერილი

სასწავლო კურსების შერჩევისათვის დაინტერესებული აპლიკანტები უნდა დაუკავშირდნენ ჩანდიგარის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს ელ.ფოსტაზე: int.admissions@cumail.in.

სასწავლო ხელშეკრულების გაგზავნა საჭიროა სხვა აუცილებელ საბუთებთან ერთად, ერთ pdf ფაილში, ელექტრონული ფოსტით, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში (int.admissions@cumail.in).

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებიხილეთ ჩანდიგარის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები