Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სწავლების სამივე საფეხურისა და პროფესიული სტუდენტებისთვის – IT სპეციალისტების გადამზადების პროგრამა იწყება

სწავლების სამივე საფეხურისა და პროფესიული სტუდენტებისთვის – IT სპეციალისტების გადამზადების პროგრამა იწყება
November 27
11:42 2020

სწავლების სამივე საფეხურისა და პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ – გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, საქართველოს მოქალაქეებისთვის IT სპეციალისტების გადამზადების ფართომასშტაბიანი პროგრამა იწყება.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, IT-სპეციალისტების გადამზადების ფართომასშტაბიანი პროგრამის დაწყებას აანონსებს.

IT-სპეციალისტების გადამზადების პროგრამა ხორციელდება პროფესიული განათლების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის ფარგლებში.

დაგეგმილია 3 000 IT-სპეციალისტის გადამზადება ბაზარზე არსებულ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში: პროგრამირება, პროექტ-მენეჯმენტი, ხელოვნური ინტელექტი, დიზაინი, კიბერუსაფრთხოება, ბლოკჩეინი, ქსელები, მობაილ და გეიმ დეველოპმენტი და ა.შ.

IT-სპეციალისტების გადამზადების პროგრამის თითოეული კურსი მოიცავს, როგორც ინტესნიურ ტრენინგებს, ასევე, საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდას, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

პირველ ეტაპზე, დაგეგმილია 500 IT-სპეციალისტის გადამზადება, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული IT სასწავლო ცენტრი – New Horizons უზრუნველყოფს.

მსურველებისთვის კურსებზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ვებგვერდზე: www.ict.gov.ge ; თითოეული კურსის აღწერილობის ქვეშ მითითებულია რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალი.

ტრენინგებში, რომელიც დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, მონაწილეობის შესაძლებლობა კურსებზე დარეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს მიეცემა.

IT-სპეციალისტების გადამზადების პროგრამით შეთავაზებული კურსების შესახებ, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

110 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2020
M T W T F S S
« Oct   Dec »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30