Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ონლაინ დებატების ტურნირი სტუდენტებისთვის

ონლაინ დებატების ტურნირი სტუდენტებისთვის
December 03
17:29 2020

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, დემოკრატიის თაობის ინიციატივის ფარგლებში გთავაზობთ ონლაინ დებატების მორიგ ტურნირს.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

დებატები ჩატარდება ახალი პოლიტიკური ფორმატით.

მონაწილეობა შეგიძლიათ ინდივიდუალურად ან გუნდურად. გუნდში უნდა იყოს 3 წევრი.

მონაწილეების ასაკი განსაზღვრულია 17-25 წლამდე.

პროექტის ეტაპები:

  • დებატების ფორმატის და ტექნიკის ტრენინგი
  • დებატების პირველი რაუნდი
  • შეხვედრა დებატების ექსპერტებთა
  • დებატების მეორე რაუნდი
  • ფინალური რაუნდი (იანვარი, 2021)

მონაწილეები გაივლიან ტრენინგს, რომლის შემდეგაც მონაწილეობას მიიღებენ 2 შესარჩევ დებატში.

მას შემდეგ, რაც ყველა გუნდი ჩაატარებს თავის ორ დებატს, გამოვლინდება 16 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ფინალურ ეტაპს უკვე ოლიმპიური სისტემით გააგრძელებენ. ასევე გამოვლინდება 10 საუკეთესო მომხსენებელი.

ტრენინგი და შესარჩევი ეტაპი ჩატარდება 2020 წლის დეკემბერში. ფინალური ეტაპი შედგება 2021 წლის იანვარში.

ტურნირი ტარდება საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციასთან (EDAG) პარტნიორობით.

ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, 11 დეკემბრის ჩათვლით, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.

დამატებით კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს.

41 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2020
M T W T F S S
« Nov    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031