27 წლის სტუდენტი საკვები ნარჩენებისგან მზის პანელებს ქმნის

სტუდენტური შემოქმედება

წელს ჯეიმს დისონის მდგრადობის პრიზი მაპუას უნივერსიტეტის 27 წლის ფილიპინელ სტუდენტს ხვდა წილად, რომელმაც საკვების ნარჩენების ენერგიად გადაქცევისთვის გენიალური გზა იპოვა.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

ეირენ მეიგუს შემოქმედებას, რომელმაც მას მდგრადობის პრიზს მიანიჭა, AuREUS ეწოდება და ეს არის სისტემა, რომელიც შთანთქავს მზის სხივებისგან წამოსულ UV სინათლეს და გარდაქმნის მას ახალ ენერგიად – მაშინაც კი, როდესაც ამინდი მოღრუბლულია. ენერგიის გაედაქმნის გენიალური გზა კი ხილისა და ბოსტნეულის ნარჩენებისგან დამზადებულ პანელებშია.

”ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ AuREUS ტიპური მინის ფანჯრების ნაცვლად, რომ მთელი შენობა გახდეს ვერტიკალური მზის ენერგიის ფერმა. AuREUS შეიძლება გახდეს ჩვენი ტანსაცმლის, მანქანების, შენობებისა და სახლების ნაწილი. ეს არის ის ცვლილება, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ მომავლისთვის”, – ამბობს სტუდენტი.

ჯეიმს დისონის პრემია არის საერთაშორისო დიზაინის კონკურსი, რომელიც 27 ქვეყანაში ტარდება და მისი მიზანი დიზაინ-ინჟინრების შემდეგი თაობის წახალისება და შთაგონებაა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის სტუდენტებს პროდუქტის დიზაინის, ინდუსტრიული დიზაინისა და ინჟინერიის დარგებში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები