ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

შპს “აი სი არ ტრეიდი” წარმოადგენს საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებს, როგორიცაა ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, ოკაიდი და ჟაკადი, აქსესუარების მიმართულებაში ბრენდი პარფოისი. დღეისათვის კორპორაციაში დასაქმებულია 800-მდე თანამშრომელი და მართავს ბრენდების 80-მდე ფილიალს, რომლებიც წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, საქართველოს სხვა ქალაქებში.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

შპს “აი სი არ ტრეიდი” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5-დღიანი სამუშაო გრაფიკი
სტუქტურული ერთეული: გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტი
ექვემდებარება: გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსს

სტაჟიორი შეისწავლის და ჩაერთვება შემდეგი პროცესების მართვაში:

  • შესყიდული პროდუქციის ფასწარმოქმნა და პროგრამული ასახვა
  • პროდუქციის ფილიალებში გადანაწილება და ნაშთების მუდმივი მონიტორინგი
  • გაყიდვების კონტროლი / ანალიზი და საჭიროებისამებრ ფასდაკლებების დაგეგმვა
  • ფასდაკლების ანალიზი და გაყიდვების პროგნოზირება
  • მიმდინარე პროცესებისთვის დოკუმენტაციის მართვა
  • პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან და მომწოდებლებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკის, ბიზნესის, ან ფინანსების მიმართულებით
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • Excel პროგრამის ცოდნა

კომპეტენციები:

  • ანალიტიკური აზროვნება
  • გუნდურობა
  • კომუნიკაბელურობა
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შესაბამისმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@icr.ge 30 დეკემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ აღნიშნული პოზიციის დასახელება “სტაჟირება გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტში”.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები