ადრეული ინტერვენციის სტაჟიორის ვაკანსია თბილისსა და მარნეულში სტუდენტებისთვის

დასაქმება

ა(ა)იპ “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება”, ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას ადრეული ინტერვენციის სტაჟიორის პოზიციაზე, განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებთან სამუშაოდ, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, თბილისსა და მარნეულში.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

სტაჟიორად მიიღებიან ფსიქოლოგიის, ოკუპაციური თერაპიის, ფიზიკური თერაპიის, მეტყველების თერაპიის, ადრეული პედაგოგიკის, ასევე მედიცინის სფეროში უმაღლესი განათლების მქონე პირები, ან აღნიშნულ სფეროებში III-IV კურსის სტუდენტები.

დედაქალაქში მცხოვრებ სპეციალისტებთან ერთად, სასურველია, ქვემო ქართლის რეგიონიდან ახალგაზრდა სპეციალისტების ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობის რაიმე ტიპის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
  • კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • წერითი და ანალიტიკური უნარები;
  • სამუშაოს დაგეგმვის და დროის სწორად განაწილების უნარი;

პირობები:

  • სტაჟირების პერიოდში ორგანიზაცია უზრუნველყოფს შერჩეული კადრის გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
  • სამუშაო დატვირთვა: არასრული
  • შესაძლებელია სამუშაოს დისტანციურად შესრულება

შერჩევის კრიტერიუმები:

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  • სამუშაო გამოცდილება;
  • მოტივაცია;
  • პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად:

  • ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა;
  • გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინოს რეზიუმე (CV). კანდიდატების შერჩევა წარმოებს ორ ეტაპად, რეზიუმეების გადარჩევა და გასაუბრება. გასაუბრებისათვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს .

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 15 იანვარი.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com (“subject” ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები